• რეკლამა
  • კონტაქტი
03:16, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსი დეპუტატი აცხადებს, რომ საქართველოში სააკაშვილის დაბრუნება აშშ-სთან შეთანხმებულია – რას წერს რუსული მედია

ალია ავტორი - ალია
18:49 09-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
80

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თბილისში შესაძლო, დაბრუნების თემას რუსული მედია აქტიურად აშუქებს.

სააკაშვილი სერიოზულად რისკავს საქართველოში დაბრუნებით, სადაც მასზე რამდენიმე საქმეა აღძრული, – წერს Lenta.ru .

საკითხთან დაკავშირებით, სააგენტო ესაუბრა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრს ანდრეი კლიმოვს,  რომელმაც განაცხადა, რომ „სააკაშვილი საქართველოში არასოდეს დაბრუნდებოდა, მისთვის რაიმე რისკი რომ არსებობდეს.

კლიმოვი დარწმუნებულია, რომ საკითხი ამერიკელებთან არის შეთანხმებული.

მისივე თქმით, სააკაშვილი არაფერს აკეთებს პირადი სარგებლის გარეშე.

სახელმწიფო დუმის წევრი დიმიტრი ნოვიკოვი ვარაუდობს, რომ ექსპრეზიდენტის შესაძლო დაბრუნება საქართველოში „ხმაურიანი მოვლენების“ დაწყებას შეიძლება ნიშნავდეს.

„სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც მსგავს ავანტიურებს კონკრეტული მიზნით გეგმავს. ეს საკითხი მის უახლოეს მეგობრებთან და ოკეანეს მიღმა პარტნიორებთან არის შეთანხმებული. ჩვენ არაერთი საინტერესო ფაქტი გველოდება საქართველოში”, – განაცხადა კლიმოვმა.

დიმიტრი ნოვიკოვი ამბობს, რომ სააკაშვილის ფიგურის ოდიოზურობის მიუხედავად, ის საქართველოს საშინაო პოლიტიკაში მშვენივრად ერკვევა.

მას კარგად შეუძლია საკუთარი ნაბიჯების შედეგების გათვლა – მიაჩნია რუს დეპუტატს.

„ეს ადამიანი საკმაოდ ეგზოტიკურ საქციელთან ასოცირდება. ამის მიუხედავად, მან საქართველოს პოლიტიკის თავისებურებები მშვენივრად იცის. თუ ის ერთი შეხედვით, სარისკო ნაბიჯების გადადგმას აპირებს, ე.ი. მას შედეგები გათვლილი აქვს. ის ვარაუდობს, რომ პოლიტიკური დივიდენდები რისკზე უფრო მაღალია. ასე რომ ის, სავარაუდოდ, საქართველოში გარკვეული საინტერესო მოვლენების მოლოდინშია”, – განაცხადა ნოვიკოვმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved