• რეკლამა
  • კონტაქტი
19:19, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მსახიობები გადარჩენაზე ვართ… საცოდაობაა… მე, ზურა ყიფშიძე, მიშა გომიაშვილი ახლა ასე უნდა ვიყოთ?” – გიორგი გურგულია

ალია ავტორი - ალია
18:45 09-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
268

ერთი წლის წინ, სექ­ტემ­ბერ­ში, გი­ორ­გი გურ­გუ­ლია სე­რი­ო­ზულ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. მსა­ხი­ობს ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ლა­რი­სა გი­გა­უ­რი ძა­ლა­დო­ბა­ში სდებ­და ბრალს. გურ­გუ­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი­დან კი გი­რა­ო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლდა. იმ­ჟა­მად მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობ­და, რომ არა­თუ ცოლ­ზე, არა­მედ კი­ნო­შიც კი არ უძა­ლა­დია ქალ­ზე. ლა­რი­სა გი­გა­უ­რი მსა­ხი­ო­ბის მე­ო­თხე ცოლი გახ­ლდათ. მსა­ხი­ობს მას­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ აღარ უქორ­წი­ნია.

რო­გორ ცხოვ­რობს მას შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბი, რა­ტომ არ ერე­ვა პო­ლი­ტი­კა­ში და რა შეც­ვა­ლა პან­დე­მი­ამ მის ცხოვ­რე­ბა­ში, გი­ორ­გი გურ­გუ­ლია ambebi.ge-ს ესა­უბ­რე­ბა:

– მსა­ხი­ო­ბებს შე­მო­სა­ვა­ლი ნული გვაქვს, ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფოს­გან ორას­ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბა გვქონ­და და ახლა ეგეც შეგ­ვი­წყვი­ტეს, გა­დარ­ჩე­ნა­ზე ვართ. ალ­ბათ მთე­ლი სამ­ყა­როც ასეა, და­ნა­ზო­გი არ აქვს ხალ­ხს და პრობ­ლე­მე­ბი კი ბევ­რია. ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ძა­ლი­ან გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გარ­და, ხე­ლო­ვა­ნე­ბი ასეთ დღე­ში არ­სად არი­ან, რა­ღაც კომ­პენ­სა­ცი­ე­ბი არ­სე­ბობს, ჩვენ ძა­ლი­ან უკან ვართ.

– კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბას თუ გა­და­ურ­ჩით, აც­რი­ლი ხართ?

– ორი წე­ლია თით­ქმის კო­რო­ნა­ვირუ­სი მძვინ­ვა­რებს და არ ავცრილ­ვარ, პირ­ბა­დეს და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ვხმა­რობ. შარ­შან ზამ­თარ­ში პა­ტა­რა გრი­პი­ვით შეგ­ვხვდა მე და ჩემ შვილს და მა­შინ ვერ გა­ი­გეს ექი­მებ­მა, – შე­იძ­ლე­ბა კო­რო­ნაც არი­სო. არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა გა­და­ტა­ნი­ლიც მაქვს.

– წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ არ აქ­ტი­უ­რობთ, ვისი მხარ­დამ­ჭე­რი ხართ?

– პო­ლი­ტი­კი­დან ცო­ტა­თი გა­მო­ვი­წიე. ამ ორ ძა­ლას, “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა” და “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” ისე აწყობთ ერ­თმა­ნე­თი, რომ მე­სა­მე მო­თა­მა­შე არ სჭირ­დე­ბათ. გი­ორ­გი გა­ხა­რია გა­მოჩ­ნდა და ორი­ვე მხა­რემ ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­და. კი ნა­ხეთ, რომ მი­შამ ბი­ლე­თიც აიღო. მა­გას უკ­რა­ი­ნა­შიც არ აქვს საქ­მე კარ­გად და შე­იძ­ლე­ბა იქ და­ჭე­რას, სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­ჩი­ოს, რად­გან იმე­დი აქვს, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ბო­ლომ­დე არ გა­წი­რა­ვენ. ეც­დე­ბა სა­ზღვა­რი გად­მო­ლა­ხოს, გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტიქ­ტი აქვს. ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­დან ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნი მომ­წონს. თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, გი­ორ­გი გა­ხა­რია, რო­დე­საც მი­ნის­ტრე­ბი იყ­ვნენ, ფეხ­ზე და­ა­ყე­ნეს რა­ღა­ცე­ბი, ასე­ვე მომ­წონს, ვატო შა­ქა­რაშ­ვი­ლი. სიმ­პა­თი­ე­ბი კვლა­ვაც გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მი­მართ მაქვს. რამ­ხე­ლა აბ­სურ­დია, რომ “ნა­ცი­ო­ნა­ლებს” აწე­ბე­ბენ.

– “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” დროს ადა­მი­ა­ნე­ბის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­დით, დღეს რა გი­ჩენთ პრო­ტესტს?

– ადა­მი­ა­ნე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­მოს­წო­რე­ბუ­ლა. ასე­ვე კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ა­ზე თავ­ში­ვე ვუ­თხა­რი, რომ ეს იყო მა­თი­ვე დამ­ღუპ­ვე­ლი პრო­ცე­სი. თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის” მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და­ტო­ვეს. ნიკა რუ­რუ­ას მი­ნის­ტრო­ბის დრო­ი­დან ვგრძნობ­დი, რომ ხელს მიშ­ლიდ­ნენ, კონ­კურ­სებ­ში გა­ვი­მარ­ჯვე და ფილ­მი არ გა­და­მა­ღე­ბი­ნეს. მი­ნი­მუმ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან უნდა გა­ეშ­ვათ ეს ხალ­ხი, იმი­ტომ არის, რომ ხან სუს – იდან გა­მო­უძ­ვრე­ბათ ინ­ფორ­მა­ცია, ხან – სა­ი­დან.

– გჯე­რათ თქვენ სუს – ის ფა­ი­ლე­ბის ნამ­დვი­ლო­ბის?

– ეკ­ლე­სი­ას ებ­რძვი­ან და სა­ხელ­მწი­ფოს რომ ეს არ აწყობს, ყვე­ლას გვეს­მის. ესეც ალ­ბათ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ხრი­კე­ბია. ძვე­ლი ბრძო­ლაა, რაც მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის დრო­ი­დან მო­დის. ჩემი მე­გო­ბა­რი ბერი ვარ­ძი­ა­ში მარ­ტო ცხოვ­რობს, მარ­ტო იჯდა გა­მოქ­ვა­ბულ­ში და ისე გა­ა­ღი­ზი­ა­ნეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, რომ გი­ნე­ბა წა­მოს­ცდა კაცს. მიყ­ვე­ბო­და, – ვე­ფე­რე სამი სა­ა­თი, ოთხი ვაშ­ლი მქონ­და, და­ვუ­ჭე­რი და ეკ­ლე­სი­ა­ში არ შე­მომ­ყვნე­ნო. ბე­რის­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლია აგ­რე­სია და მერე უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბი… ძა­ლი­ან გულ­გა­ტე­ხი­ლი იყო. ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ბერ­საც წა­მო­აც­დე­ვი­ნონ რამე, პრო­ვო­კა­ცი­ებს უწყო­ბენ, რომ ტა­ლა­ხი ეს­რო­ლონ ეკ­ლე­სი­ას.

– ერთი წლის წინ, კა­ნონ­თან პრობ­ლე­მა შე­გექ­მნათ, ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ გი­ჩივ­ლათ, რა ეტაპ­ზეა ეს საქ­მე?

– გა­ჩე­რე­ბუ­ლია… თუ გახ­სოვთ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი იყო მა­ში­ნაც და რომ არ მე­აქ­ტი­უ­რა, გა­მა­ჩე­რეს. სა­შიშ­რო­ე­ბა იყო მა­ში­ნაც, რომ მე­სა­მე ძალა არ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, ჩა­მო­მა­ცი­ლეს. “ნა­ცი­ო­ნა­ლი” მე­ზო­ბე­ლი იყო და­მუქ­რე­ბუ­ლი, რომ და­მა­კა­ვებ­დნენ, არა­და, რე­ა­ლუ­რად არა­ფე­რი სე­რი­ო­ზუ­ლი არ ხდე­ბო­და. ად­რეც და­რე­კა ჩემ­მა ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ პო­ლი­ცი­ა­ში, მო­ვიდ­ნენ, ნა­ხეს რომ ბავ­შვი მე­ხუ­ტე­ბო­და, რომ მე­ჩხუ­ბა, ბავ­შვი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდე­ბო­დათ? – პირ­ვე­ლი გა­მო­ძა­ხე­ბა ასე დას­რულ­და. მე­ო­რე­დაც ბავ­შვი მეხ­ვე­წე­ბო­და, და­მა­ძი­ნე და ისე წა­დიო,- ტი­რო­და. ყო­ფილ მე­უღ­ლეს ვუ­თხა­რი რა პრობ­ლე­მაა, ზღა­პარს მო­ვუყ­ვე­ბი, და­ი­ძი­ნებს და წა­ვალ-მეთ­ქი, გა­რეთ მე­გო­ბა­რი მე­ლო­დე­ბო­და მო­ტო­ციკ­ლე­ტით. მე­უღ­ლემ მი­თხრა, წადი, თო­რემ პო­ლი­ცი­ა­ში დავ­რე­კა­ვო. ჩემი ნა­ჩუ­ქა­რი ტე­ლე­ფო­ნი გა­მო­ვარ­თვი, ცოტა ხან­ში ბავ­შვი რომ დამ­შვიდ­და, მო­ტო­ციკ­ლე­ტით წა­მო­ვე­დი და არ და­ვუბ­რუ­ნე ტე­ლე­ფო­ნი. მი­თხრა, თუ არ და­მიბ­რუ­ნებ, სა­ჩი­ვარს დავ­წე­რო და მარ­თლა და­წე­რა. მერე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ შე­გი­ნე­ბა ყო­ფი­ლა “შენი დედა ვა­ტი­რე” და “დე­დას გი­ტი­რებ” კი­დევ მუ­ქა­რა, რად­გან მო­მა­ვალ­ში ეუბ­ნე­ბი. ერთი პრო­ცე­სის გარ­და, აღარ გან­ხი­ლუ­ლა ეს საქ­მე, თუ პო­ლი­ტი­კუ­რად გა­ვაქ­ტი­ურ­დე­ბი, ალ­ბათ მა­გა­საც გა­ა­აქ­ტი­უ­რე­ბენ.

ვრცლად იხილეთ: https://www.ambebi.ge/article/265774-msaxiobebi-gadarchenaze-vart-sacodaobaa-me/?fbclid=IwAR0jdzYx1fjidXLA5zp922o6R1P068UEA0Zknk9Psv990jiK1VUDszhSsWo

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved