„მართალი ხარ ნიკანორ, პირველად გეთანხმები მგონი.
არ/ვერ ყალბდება არჩევნები!!!“- ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია ნიკა მელიას განცხადებას იმის შესახებ, რომ არჩევნები არ გაყალბდება.
„ახლა კი მაქვს კითხვა, თუ იცი, ან თუ იცოდი ეს ყველაფერი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რატომ გაგიჟდით? თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით, რომ 2012 წლის შემდეგ არცერთი არჩევნები არ გაყალბებულა? თქვენ ხომ ეს ყველაფერი კარგად იცით? თქვენ ხომ ისიც იცით, რომ წარმოუდგენელია არჩევნების გაყალბება? მით უმეტეს იმ დოზით, რომ შედეგებზე იმოქმედოს? ეს ხომ ყველაფერი იცით? კი, კი, იცით, მაგრამ წიოკი, ქაოსი და ა.შ არის თქვენი სტილი.
დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც კი არჩევნები დამთავრდება, პირველი გამოვარდება მელია და იტყვის გააყალბესო და სულ დაავიწყდება დღევანდელი ბრიფინგი და ყველა ის სიტყვა, რაც მან წარმოსთქვა!!! მაგრამ ჩვენ, ჩვენ არ დაგვავიწყდება და აუცილებლად გავუხსენებთ,“- წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, აღნიშნული განცხადება ნიკა მელიამ ოპოზიციური პარტიების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ხალხო, არის ეტაპი, როდესაც არჩევნები ვეღარ ყალბდება. არის მოცემულობა, როდესაც მანიპულაციებით უკვე ფონს ვეღარ გადიხარ, ეს ეტაპი უკვე არის 2 ოქტომბერი,“- განაცხადა ნიკა მელიამ.
კომენტარები