• რეკლამა
  • კონტაქტი
17:42, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის დროს არქეოლოგიური არტეფაქტები გამოვლინდა

ალია ავტორი - ალია
16:57 09-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
94

“განვითარების ფონდი გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე შენობების ნაწილის რეაბილიტაციას ასრულებს. რეაბილიტაციის დროს, კი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური არტეფაქტები გამოვლინდა, რომლებიც შენახულია და სამომავლოდ კონკრეტულ შენობაში განთავსდება.” – განაცხადა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.   

„გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოების პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. მომდევნო დღეებში გვექნება შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რა გავაკეთეთ და როგორი გამოვიდა ეს მოედანი თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით.

ასევე, რეაბილიტაციის დროს, როდესაც სარდაფების გაწმენდა მიმდინარეობდა, აღმოჩენილი იქნა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალები და არტეფაქტები. ეს ყველაფერი  ამჟამად თბილისის განვითარების ფონდში ინახება და სამომავლოდ, კონკრეტულ შენობაში განთავსდება. ისტორიული ნაშთების ნაწილი ძველი ნაგებობების, სათავსოების და ჭურჭლის სახით,  შუა საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება. აღმოჩენების მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროცესში პირველივე დღიდან ჩაერთო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.ამასთან, თბილისის მერის თქმით, გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ნაწილიც გრძელდება და საბოლოოდ, 30 შენობა. მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის 22 ძეგლი იქნება აღდგენილი და მოწესრიგებული.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის 22-მდე ძეგლია. ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. სამუშაოები გრძელდება და მიმდებარე ქუჩები, სახლები, შენობა-ნაგებობები სრულად განახლდება და მოწესრიგდება. ასევე, პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 200-მდე ოჯახს  საგრძნობლად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved