პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი “ქართულ ოცნებას” გაურიგდა. მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ მესამე პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდეს და “ოცნებამ” ის შეიწყალოს. ამის შესახებ მეზვრიშვილმა ტვ პირველის “დღის ეთერში” ისაუბრა.
“ქართული ოცნება” არის ის ძალა, რომლის ინტერესშიც შედის სააკაშვილის თითოეული განცხადება. მათ შორის ბილეთთან დაკავშირებით განცხადება. პირდაპირ რასაც აკეთებს სააკაშვილი შედის “ქართული ოცნების” ინტერესში. ყოველთვის როცა “ქართულ ოცნებას” უკიდურესად უჭირს, გამოყავს ბუა სააკაშვილის სახით და ეუბნება ამომრჩეველს, რომ ეხლა ეს კაცი ჩამოვა, რომელიც რეალურად ჩამომსვლელი არ არის, იმიტომ რომ მეჩვიდმეტედ ჩამოდის და 16-ჯერ ჩამოსულიჩვენ ვერ ვნახეთ, ჩამოვა და ეხლა “ოცნებას” მიეცით ხმა. თუ სააკაშვილი მართლა ჩამოვა ეს იქნება გარიგება “ნაციონალურ მოძრაობასა და “ოცნებას” შორის და შეგვიძლია ვივარაუდოდოთ, რომ “ოცნება” შეიწყალებს სააკაშვილს ან ამნისტიას შეახებს, თუ მისი პარტიული ინტერესი მოითხოვს”, – ამბობს მეზვრიშვილი.
კომენტარები