“გირჩი – მეტი თავისუფლება” სუს-ს უკანონო მოსმენაში ამხელს და ფაქტს ჩატარებული ექსპერიმენტით ადასტურებს.
ოპოზიციური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ტელეფონით და სოციალური ქსელით ერთმანეთს აქციის შესახებ შეატყობინეს. ქალაქის ცენტრში დანიშნულ დროს და ადგილზე კი პოლიციის მობილიზება დახვდათ. თემურ პატარიძე ექსპერმენტის ამსახველ ვიდეოს ასაჯაროებს.
გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთისთვის დაგვერეკა და შეგვეტყობინებინა, რომ თითქოს რაღაც გვქონდა დაგეგმილი, შედეგად მივიღეთ, რომ ერთ ლოკაციაზეც და მეორე ლოკაციაზეც დაგვხვდა უამრავი რაოდენობის მანქანა. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პოლიცია”, ამბობს თემურ პატარიძე.
კომენტარები