• რეკლამა
  • კონტაქტი
13:30, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილის შეწყალების არანაირი მოლოდინი არ არსებობს – შალვა პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:44 09-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

„ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილის აცხადებს, რომ არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი იხდიდა ან დღესაც იხდის სასჯელს, მიხეილ სააკაშვილი პირველი არ იქნება.

„მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლომ უკვე ორ საქმეზე გამოიტანა განაჩენი, კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მას მისჯილი აქვს სამი წელი, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე – ექვსი წელი. გარდა ამისა, ორი საქმე, 8 000 000 ლარის გაფლანგვისა და ე.წ. „ტელეიმედის“ საქმე არის განხილვის პროცესში. მე იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში არ არის მოსახლეობის თუ პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელსაც ექნებათ კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეზე გამოტანილი განაჩენები უნდა აღსრულდეს თუ არა ისე, როგორც ეს იქნა გამოტანილი. ეს განაჩენები ეყრდნობა არა მხოლოდ საქართველოს მართლმსაჯულების გადაწყვეტილებებს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული სააკაშვილის ბრალეულობაზე ამ საქმეში და რაც მთავარია, ეს განაჩენები ეყრდნობა საქართველოს მოსახლეობის სამართლიანობის განწყობასაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეკითხვაზე, ხომ არ განმეორდება ნიკა მელიას დაკავების შემდეგ არსებული სცენარი, პაპუაშვილმა აღნიშნა:

„მე არ მგონია, რომ რომელიმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორს ექნება სურვილი, ჩაერიოს მკვლელობისა და ცემის საქმეში ბრალდებული და სასჯელმისჯილი ადამიანის საპატიმროდან დახსნის საკითხში“.

ამასთან, შესაბამისი შეკითხვის პასუხად პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „სააკაშვილის შეწყალების არანაირი მოლოდინი არ არსებობს. რაც შეეხება ახალ საქმეებს, რა საჭიროება ახალი საქმეების, როდესაც ორ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა და ჯერ არ არის განაჩენები დამდგარი. რაიმე შეკითხვები იმაზე, თუ რა პროცედურა მოყვება მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში, მგონი ზედმეტია. არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი იხდიდა ან დღესაც იხდის სასჯელს. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილი პირველი არ იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved