• რეკლამა
  • კონტაქტი
18:35, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არაა გამორიცხული, რომ ჯიბიდან ჩუმად ვირუსიანი სინჯარა ამოიღო და სუფრას მოაფრქვია!” – რას წერს დავით გადელია

ალია ავტორი - ალია
14:01 09-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია , ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ქეიფის ფოტოს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

გადელიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მოკლედ რაა…
დიდი ჟივილ-ხივილია ატეხილი ფოტოზე, სადაც ამირან გამყრელიძე სახელდახელო პურმარილზეა და განსხვავებული სასმისით (კრამიტით) სვამს ღვინოს. არის აუარება ვერსია, რატომ აკეთებს ამას მხცოვანი პროფესორი. შევეცადე დამეჯგუფებიnა ეს ვერსიები და ისე გაწოდებთ:
1.ამირან გამყრელიძე, რომელსაც 30 წელია ძალიან ახლოს ვიცნობ და ამდენი ხანი გაწონასწორებული, მშვიდი, ზომიერზე ნაკლები ჭამა- სმის მოყვარული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, სინამდვილეში ყოფილა ანონიმური, ჩუმი ალკოჰოლიკი, ამდენი ღვინო ერთბაშად პირველად ნახა და გაგიჟდა! დაივიწყა რომ ჩაკერებული აქვს და სმა არ შეიძლება- მოკლედ გააფუჭა ამდენი ნაშრომი-შეკავება..
2.ეს ძალიან ჰგავს პირველ ვერსიას, მაგრამ უფრო მეტი რეალობისთვის, ფანტასტიკურია: ფოტო გადაღებულია 30-იან წლებში ვოლგისპირეთში, შიმშილობის დროს და ღვინის გამო კი არა, საჭმელი რომ დაინახა, იმან აცდუნა! არ ცხვენია, ამ შიმშილობის დროს ნაყროვანობს!
3.სპეციალურად აწყობს ასეთ ქეიფებს რეგულაციის დარღვევებით. არაა გამორიცხული, რომ ჯიბიდან ჩუმად ვირუსიანი სინჯარა ამოიღო და სუფრას მოაფრქვია! რომ არ შეწყდეს პანდემია და კოვიდ მაფიამ კვლავ განაგრძოს თავისი ბნელი საქმე!
4.არის მეოთხე ვერსიაც, მაგრამ იმდენად ბანალური, უინტერესო ჩანს, არ იქნება მართალი; სადღაც პერიფერიაზე, მიყრუებულ, მაგრამ დიდ სოფელში, ჩვენი კოლეგები უდიდეს საქმეს აკეთებენ შერეულ მოსახლეობაში. უხილავ, საშინელ მტერთან ბრძოლაში მედგრად უჭირავთ (ბევრ პეროიან რეგიონზე უკეთესადაც!) პოზიციები. სოფლის ამ გადაღლილ, ცალკე ვირუსთან და ცალკე დაუჯერებელ მეზობლებთან ჯაჯგურით ღონეგაცლილ მეციხოვნეებისთვის, ამირან გამყრელიძის სტუმრობა დიდი მოვლენა, სტიმული გახლავთ. ამასთან, როდესაც ამ სუპერთავშეკავებულმა კაცმა მათთან ერთად, ადგილობრივი წესებითაც, გლეხურად, ასე მოილხინა- ეს პოზიტივი კარგა ხანს გაჰყვებათ ენერგიად და მხნეობად, რაც მშვენივრად ესმის გამყრელიძეს…ხო მარა ეს ვერსია რა მოსატანია წინებთან..
ბატონო ამირან, ბატონო Paata , ვიცი რომ გამუდმებით დადიხართ რეგიონებში, ნახულობთ ხომ ყველაფერი წესრიგშია და თან ამხნევებთ ჩვენს მებრძოლებს ამ ომში. ორივე აცრა ცხადია ჩატარებული მაქვს, ახლა მალე ბუსტერსაც შემოვიღებთ და იმ დოზასაც გავიკეთებ. ჰოდა წამიყვანეთ თან ეს უსაფრთხო კაცი ასეთი კარგი ხალხის გასამხნევებლად! აქედანვე წამოვიღებ რაც საჭიროა, რომ ადგილზე არ შევაწუხო და თან მარჯვენაც დავულოცო! აი ესენი არიან მართლა მოღვაწენი! აქ ჭირს ხალხს ელემენტარული გააგებინო და წარმომიდგენია სოფლებში რა ძნელია. მადლობის სათქმელად წამოვალ და ვეტყვი- გინდაც ჭიქით, გინდაც კრამიტით ხელში!…. აკაკუნონ მერე აქ ნაცარქექიებმა რამდენიც უნდათ- “ეს რა ქნა, ღვინო რამ დაალევიnა კრამიტითო!”…” ,- წერს გადელია “ფეიქბუკზე”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved