მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დასაბრუნებელი საერთო სახალხო მოძრაობის დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი, დეპუტატ სალომე სამადაშვილს სოციალური ქსელიდან მიმართავს.
“პარადოქსებით სავსე ქვეყანა… “მდებარეობა” – ამ სიტყვამ ღიმილი მომგვარა”-პოლიტიკოსის მდებარეობა.”
აბა რა პოლიტიკოსო სალომე, რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის “მდებარეობას.”
აი მაგალითად, თქვენ სად იქნებით, ნაციონალებში, ლელოში, სტრატეგიაში თუ შარლ მიშელის “ქართულ ფრაქციაში.”
გეთანხმებით – არანაირი,“- ასე თაკო ჩარკვიანი სალომე სამადაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„ჩემთვის 2 ოქტომბერს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამე წყდება ამ ქვეყნის მომავლისთვის, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ან მისი პოლიტიკური მომავალი,“- განახცადა სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
კომენტარები