თუ აშშ-ის დრონები ავღანეთის საჰაერო სივრცეში ფრენას არ შეწყვეტენ, შედეგები იქნება, – მიმართავს რადიკალური მოძრაობა “თალიბანი” ამერიკის შეერთებულ შტატებს.
განცხადება Twitter- ზე გამოქვეყნდა.
“აშშ-მა ავღანეთში მისი თვითმფრინავების ოპერირებით ყველა საერთაშორისო უფლება და კანონი დაარღვია, ასევე დაირღვა დოჰაში, ყატარში “თალიბანის“ წინაშე აღებული ვალდებულებები“, – ნათქვამია განცხადებაში.
მოძრაობა აღნიშNავს, რომ თუ აშშ-ის ნეგატიური შედეგები არ სურს, მაშინ მან ავღანეთთან მიმართებაში საერთაშორისო კანონებისა და ვალდებულებების ფარგლებში უნდა იმოქმედოს.
განცხადებას აშშ ჯერ არ გამოხმაურებია.
კომენტარები