Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 12 469-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 774 769 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 611 269 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 582 805, გარდაიცვალა 8 917 პაციენტი.
კომენტარები