შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს 23 წლის ახალგაზრდა, რომელიც ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
“თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ლ.ბ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და მას სახის არეში დაზიანებები მიაყენა”,- წერია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ძალადობის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები