• რეკლამა
  • კონტაქტი
10:52, შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი – ყველა ეს დესტრუქციული ძალა რა წამს გავა პარლამენტიდან, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მოხდება მათი სრული მარგინალიზება, ბოლომდე თავს დაიმარხავენ, პარლამენტი დამშვიდდება, ქვეყანა დაწყნარდება და გარწმუნებთ, არავითარი რყევა არ მოხდება

ალია ავტორი - ალია
02:23 09-29-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

სცენარი რომ წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტურად, რომ „ნაცმოძრაობა“ გადის პარლამენტიდან თავისი დანაყოფებით, ხაზარაძე და ა.შ იქ რჩებიან სხვა პარტიები, რომლებიც ძალიან კონსტრუქციულ ხასიათს ატარებენ და ვფიქრობ, არიან მზარდი პარტიები და აქვთ პოტენციალი, ჩამოყალიბდნენ ძლიერ, კონსტრუქციულ და ჯანსაღ ოპოზიციად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან კარგი იქნება, თუ ისინი გავლენ პარლამენტიდან, ვინაიდან მაშინვე დაიწყება მათი მარგინალიზება.

„ძალიან კარგი იქნება, რომ გავიდნენ პარლამენტიდან, ეს იქნება იდეალური. ყველა ეს დესტრუქციული ძალა რა წამს გავა პარლამენტიდან, მოხდება მომდევნო 3 წლის კი არა, 3 თვის განმავლობაში მათი სრული მარგინალიზება, ბოლომდე თავს დაიმარხავენ, პარლამენტი დამშვიდდება, ქვეყანა დამშვიდდება, დაწყნარდება და გარწმუნებთ, არავითარი რყევა არ მოხდება ქვეყანაში. მრავალფეროვნებაზე მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება, მაშინ, როცა ჩვენი გადაწყვეტილებით პროპორციული არჩევნები დაინიშნა. გასაგებია, რომ ჰიბრიდული იყო, 30 მაჟორიტარი დავტოვეთ, მაგრამ ზღვარი იყო 1%. 9 პარტიამ გადალახა ეს ზღვარი. შესაბამისად, ყველა პარტიამ და მისმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ თავიანთი ამომრჩევლების ნებას და მათ გადაწყვეტილებას. თუ ამის შემდეგ ეს ადამიანები საკუთრი ნებით, სურვილით დატოვებენ პარლამენტს და იგნორირებას გაუკეთებენ საკუთარი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას, ეს რა თქმა უნდა, არის მათი პასუხისმგებლობა. ამას განიხილავს სააკაშვილი, ხაზარაძის პარტია, დადასტურებულად ვიცი და მე გზა დამილოცნია. ნამდვილად გამიხარდება, თუ ისინი დატოვებენ პარლამენტს, პარლამენტიც დამშვიდდება და არ ვიქნებით მომსწრენი იმ მუდმივი, პერმანენტული საბოტაჟისა და დესტრუქციისა, რაც პარლამენტში ხდებოდა. რა უნდა მელიას პარლამენტში. კაცი არის ჩვეულებრივი კრიმინალი. რა უნდა ამ ადამიანს, არათუ პარლამენტში, არამედ თბილისის მერად. ეს ხომ სირცხვილია უბრალოდ. სად უნდა გამოყოს ქვეყანამ თავი, რომ კრიმინალს, რომელიც მხილებულია და მსჯავრდებული, ყველაფერი იყო და ბოლოს ბრალდებული იყო შტურმის და ძალადობის ორგანიზებისთვის, რა უნდა თბილისის მერად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved