• რეკლამა
  • კონტაქტი
09:42, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი საგარეო-პოლიტიკური კურსი განსაზღვრულია კონსტიტუციით, ჩვენივე ინიციატივით მოხდა კონსტიტუციაში აღნიშნული კურსის განსაზღვრა, როგორ წარმოუდგენია ვინმეს, ჩვენ თვითონ დავარღვიოთ კონსტიტუცია, ეს ხომ აბსურდია

ალია ავტორი - ალია
02:15 09-29-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ჩვენი საგარეო-პოლიტიკური კურსი განსაზღვრულია კონსტიტუციით, ჩვენივე ინიციატივით მოხდა კონსტიტუციაში აღნიშნული კურსის განსაზღვრა, როგორ წარმოუდგენია ვინმეს, ჩვენ თვითონ დავარღვიოთ კონსტიტუცია, ეს ხომ აბსურდია საერთოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მსგავსი განცხადებებისთვის, სულ მცირე, ერთი ფაქტი მაინც უნდა არსებობდეს.

„მეორე მთავარი კითხვა უნდა დავსვა – ვინმემ რომ ასეთი შეფასება გააკეთოს, სულ მცირე, ერთი ფაქტი მაინც უნდა არსებობდეს. ერთი ფაქტი, საფუძველი დამისახელეთ, როდის, რა ნაწილში გადავუხვიეთ საგარეო კურსს. ეს ხომ აბსურდია, ეს ხომ ისეთივე ლეგენდა და მოგონილი ცრუ ბრალდებაა, როგორიც ნებისმიერი სხვა, რომელიც ჩვენ 24 საათის განმავლობაში გვესმის ამ ცრუ ადამიანებისგან. ჩვენ ფაქტებზე უნდა ვილაპარაკოთ და როცა მით უმეტეს, მოსახლეობასა ვესაუბრებით, უნდა ვესაუბროთ ფაქტებით და არგუმენტებით. ვინ არის ჩვენი ოპონენტი, სააკაშვილი, ბოკერია, ხაზარაძე? ვინ?“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ცალკეული ინდივიდების მიმართ გაკეთებული განცხადებები არ ნიშნავს უარს საქართველოს გაცხადებულ პოლიტიკასა და სურვილზე, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გულისხმობს.

„კარლ ჰარცელს თუ ვინმე გააკრიტიკებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ევროკავშირში ინტეგრაციაზე? მე ვიყავი ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი პირველად, როცა ხელი მოვაწერე ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო რეჟიმის პროგრამა წარმატებულად დავხურეთ და ქვეყანამ მივიღეთ უვიზო რეჟიმი, ამოქმედდა ჟთEჩ ნატოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, აქვე, თბილისში, კერძოდ კრწანისში; თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან – უამრავი პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით. ამერიკასთან მიმართებაში არაერთი ხელშესახები პროგრესი გვაქვს, რომელიც მანამდე არ ყოფილა. სააკაშვილის მმართველობის დროს ამერიკის მთავრობის მხრიდან დადებული იყო ემბარგო იარაღის მოწოდების თაობაზე. მხოლოდ ჩვენი მმართველობის დროს გახდა შესაძლებელი აღნიშნული ემბარგოს, აკრძალვის მოხსნა და მოგეხსენებათ, რამდენიმე წელია აშშ-დან, როგორც დახმარების სახით, ასევე შესყიდვებით ვიღებთ უახლეს, თანამედროვე შეიარაღებას. ეს არის ერთი მარტივი, ძალიან მნიშვნელოვანი, საგულისხმო გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკის მთავრობამ მიიღო. უმაღლეს ნიშნულზე იყო თუნდაც ამერიკის დახმარება, რომელიც თავდაცვის მიმართულებით იყო გამოყოფილი ჩვენი მმართველობის პირობებში. ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი. ნორმალურია, მეგობრებს შორის კრიტიკაც ხდება, ხანდახან უსიამოვნო საუბარიც, ჩხუბიც, ეს ხდება ყველა საზოგადოებაში, ეს ხდება ოჯახშიც, ძმებს შორის, ეს ნორმალური პროცესია. მათ უნდათ, ჩვენ კიდევ უფრო იდეალური გავხდეთ. ჩვენ ვართ ძალიან დიდი პროგრესის მომსწრენი, მაგრამ უნდათ, რომ იდეალურები ვიყოთ. ჩვენ ვაფასებთ მათ ამ დამოკიდებულებას, სურვილს და ვიღწვით, რომ ეს სრულყოფილების გზა ბოლომდე გავიყვანოთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ცალკეული ინდივიდების მიმართ გაკეთებული განცხადებები არ ნიშნავს უარს ჩვენს გაცხადებულ პოლიტიკასა და სურვილზე, რომელიც სხვათა შორის კონსტიტუციაში ჩაიწერა ჩვენი მმართველობის დროს ჩვენივე ინიციატივით. მგონია, რომ გადაჭარბებულია ასეთი შეფასებები. ვფიქრობ, ზოგადად არ არის სასურველი ერთმანეთის მიმართ კრიტიკული განცხადებების საჯაროდ კეთება. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, უშუალო ურთიერთობა და მეგობრობა. მე არ ვგულისხმობ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ ბატონ ჰარცელს. საერთოდ ვამბობ დიპლომატებს, კონგრესმენებს, ევროპარლამენტარებს და შეგვიძლია, ნებისმიერი საკითხი მეგობრულ, ნორმალურ ატმოსფეროში განვიხილოთ და გადავწყვიტოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved