პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა სოციალურ ქსელში იმ მიზეზს ასახელებს, რომელსაც მისი ვარაუდით სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების გადაფიქრების შემდეგ, თავის გასამართლებლად დაასახელებს.”
„ივანიშვილის რეჟიმის დავალებით უკრაინის კორუმპირებულმა სასაზღვრო სამსახურებმა ბორტზე არ ამიშვეს, თუმცა ჩვენ ვერ შეგვაშინებენ და უკან ვერ დაგვახევინებენ, ეს პუტინის მონები, ძალიან მალე ჩვენ მაინც ერთად ვიქნებით, ჩამოვალ და ყველას მოგეფერებით” – 2 ოქტომბერი, საღამოს ასე ცხრის ნახევარზე,“ -წერს კახა კუკავა და ფეისბუქ მეგობრებს საკუთარი ვარიანტების დასახელებისაკენ მოუწოდებს.
ცნობისათვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს გეგმავს. ამის შესახებ მან გუშინ გაკეთებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. სააკაშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე კიევი-თბილისის ავიაბილეთი გამოაქვეყნა.
კომენტარები