• რეკლამა
  • კონტაქტი
01:50, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოხერხება უნდა, რომ კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და გახდე სააკაშვილის მარიონეტი – ღარიბაშვილი გახარიაზე

ალია ავტორი - ალია
12:03 09-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

გიორგი გახარია ძალიან გაბრიყვებულია, ჩვენ ვნახეთ როგორ დაკარგა საკუთარი სახე და თავი, ყველაფერი დაკარგა… – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამას მოხერხება უნდა, რომ იყო პრემიერ-მინისტრი და შემდეგ სააკაშვილის მარიონეტი გახდე. სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირეა გახარია. ეს ძალიან მარტივი წასაკითხია, ინფორმაციაც რომ არ ჰქონდეს ადამიანს. ეს ძალიან მარტივად იკითხება, რომ თავიდან ბოლომდე სააკაშვილის თამაშშია ჩართული. აღარ მინდა დამატებითი სპეკულაციები ამ საკითხზე, მაგრამ უამრავი ინფორმაცია არსებობს და მარტივად იკითხება, რომ რაღაც დიდი ვალი აქვს სააკაშვილის, რომელიც კომპრომატებით მართავს ამ გაბრიყვებულ ადამიანს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ იმედები პირველ რიგში საკუთარ თავს გაუცრუა. „მან გაუცრუა იმედი ჩვენს გუნდს იმიტომ, რომ ისაა კლასიკური მოღალატე. რა შეიძლება იყოს ქართველი კაცისთვის იმაზე დიდი ტრაგედია, როცა შენი გუნდი და მოსახლეობის დიდი ნაწილი გეძახის მოღალატეს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გახარიას მიერ შეტანილი საჩივარი არ არის საინტერესო, რადგან ეს ყველაფერი არის იგივე ხელწერა, რაც მას „ნაცმოძრაობასთან“ და სააკაშვილთან აკავშირებს.

„მათ ერთი თამაში აქვთ. თბილისში რატომ დააყენა თავი მერად, იცის, რომ ვერ გაიმარჯვებს. მაქსიმუმ, რაც შეიძლება აიღოს, არის 7-8-10% თბილისში, მან პირადად. ერთადერთი მიზანი აქვს ამ ყველაფერს, იქნებ როგორმე მეორე ტური ყოფილიყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, კახა კალაძე გაიმარჯვებს პირველივე ტურში, მოსახლეობა ბრძენია, თბილისის მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს და ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდ, სტაბილურ განვითარებას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved