• რეკლამა
  • კონტაქტი
22:01, სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე: „ქართული ოცნების“ გუნდი ორიენტირებულია ქვეყანაში სტაბილური გარემოს შენარჩუნებასა და განვითარებაზე“

ალია ავტორი - ალია
19:29 09-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ წინასაარჩევნო შეხვედრა კეკელიძის ქუჩაზე გამართა, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლების ყოფითი პრობლემების მოგვარების გზები განიხილა და მოქალაქეებთან ერთად ის მნიშვნელოვანი პროექტები და ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა, რომლებიც უკანასკნელ წლებში უბნის ინფრასტრუქტურის განახლებისთვის განხორციელდა.

მოსახლეობასთან შეხვედრაში მონაწილეობა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიგა ახვლედიანმა და საკრებულოს წევრობის კანდიდატებმა – ლევან აბაშიძემ და ნიკო კახეთელიძემაც მიიღეს.

„მიუხედავად კონკრეტული გამოწვევებისა, დღეს საზოგადოების მთავარ მოთხოვნად დედაქალაქში და, ზოგადად, ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფა რჩება. „ქართული ოცნების“ გუნდი კი, არის ერთადერთი ძალა, რომელიც სწორედ სტაბილური, თავისუფალი გარემოს შენარჩუნებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას.

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, მოსახლეობას აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს რაიონის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ის მაქსიმალურად შეეცდება, მოქალაქეების ინიციატივებს მხარი დაუჭიროს.

შეხვედრის შემდეგ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი,  წინასაარჩევნო კარდაკარ კამპანიის ფარგლებში, ჟვანიას, შანიძისა და ხორავას ქუჩებსაც ესტუმრა, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, მოსახლეობასთან როგორც საჯარო, ასევე, ინდივიდუალური შეხვედრები, მთაწმინდის რაიონის მასშტაბით, მომავალშიც რეგულარულად გაგრძელდება. 

თეგები: ზურაბ აბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 10-20-2026
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved