• რეკლამა
  • კონტაქტი
20:29, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – „მთავარი არხი“ უბრალოდ იყენებს საერთაშორისო კომპანიების სახელს, კვლევას ადგილობრივი, ქართული კომპანია ატარებს, რომლის უკანაც ერთ-ერთი მთავარი გამყალბებელი, თარხნიშვილი და მისი კომპანია დგას, რომელიც არათუ კვლევებს, 2012 წლამდე არჩევნებს აყალბებდა

ალია ავტორი - ალია
13:41 09-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

„მთავარი არხი“ უბრალოდ იყენებს საერთაშორისო კომპანიების სახელს, კვლევას ადგილობრივი, ქართული კომპანია ატარებს, რომლის უკანაც ერთ-ერთი მთავარი გამყალბებელი, თარხნიშვილი და მისი კომპანია დგას, რომელიც არათუ კვლევებს, 2012 წლამდე არჩევნებს აყალბებდა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ, საბოლოო კვლევის შედეგები კი 2 ოქტომბერს იქნება.

„რაც შეეხება თქვენს მიერ დაკვეთილ, გაყალბებულ კვლევებს, მე მინდა ჩვენს მოსახლეობას შევახსენო ძალიან მარტივად რამდენიმე მაგალითი. 2012 წლის 1 ოქტომბრამდე თქვენ დაჟინებით, სისტემატიურად ატყუებდით მოსახლეობას, რომ „ოცნება“ აგებს არჩევნებს, „ნაცმოძრაობა“ მოდის უმრავლესობით, 60%-ს იღებს და აშ.. მოსახლეობამ არჩევნების შედეგი ნახა, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ წააგო და რა თქმა უნდა, მოიგო „ქართულმა ოცნებამ“. მაგის შემდეგ, ყოველ არჩევნებზე, ყოველი არჩევნების წინ, თქვენ ცდილობთ, რომ მოსახლეობა შეიყვანოთ შეცდომაში, მაგრამ დღეს უკვე ძალიან რთულია ჩვენი ხალხის მოტყუება და რა თქმა უნდა, მიუხედავად თქვენი პროპაგანდისა, ბუნებრივია ჩვენ ანალიზს ვუკეთებთ და ძალიან კარგად ვარჩევთ თეთრს და შავს. მოსახლეობას რომ ვუთხრათ, თქვენ უბრალოდ იყენებთ საერთაშორისო კომპანიების სახელს, ამ სამუშაოს, კვლევას ატარებს ადგილობრივი, ქართული კომპანია. ვინ დგას ამ ქართული კომპანიის უკან- დგას ერთ-ერთი მთავარი გამყალბებელი, ბატონი თარხნიშვილი და მისი კომპანია, რომელიც არათუ კვლევებს, არჩევნებს აყალბებდა, 2012 წლამდე, წლების განმავლობაში არჩევნებს უყალბებდა ჩვენს მოსახლეობას, იგივე პიროვნება, თარხნიშვილი და „ნაცმოძრაობა“ აკეთებს ამ კვლევებს, უბრალოდ, IPშOშ-ის ან სხვადასხვა ბრენდული საერთაშორისო ორგანიზაციების სახელს იყენებენ. ძალიან კარგად ვიცი როგორ ხდება, უხდიან მომსახურებაში ანაზღაურებას, შემდეგ ის კომპანიები ეკითხებიან დამკვეთს, თუ ვინ შეასრულებს ადგილზე სამუშაოებს. აქედან გამომდინარე, ეს არის გაყალბებული კვლევები, სასაცილოა, ამ კითხვაზე შეიძლება ღიმილით ვუპასუხოთ უბრალოდ, როგორ შეიძლება, რომ თითქმის იგივე შედეგი აჩვენოს „ნაცმოძრაობამ“ და ჩვენმა პარტიამ, რომელსაც თითქმის ორჯერ მეტი შედეგი აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ და საბოლოო კვლევის შედეგები იქნება 2 ოქტომბერს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved