• რეკლამა
  • კონტაქტი
17:49, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ენგურის ხიდთან მდუმარე აქცია მოაწყო

ალია ავტორი - ალია
00:25 09-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
DCIM101MEDIADJI_0571.JPG

DCIM101MEDIADJI_0571.JPG

Facebook-ზე გაზიარება
32



სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან მდუმარე აქცია სლოგანით  “ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები” გაიმართა. მდუმარე აქცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართა და მას ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად დაესწრო.

„ეს დღე უმძიმესი თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს გახლავთ ძალიან ბევრი ადამიანური ტრაგედიის, ტკივილის, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის სიმძიმის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის დღე. ჩვენმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ენგურის ხიდთან სიმბოლური აქცია მოაწყო სლოგანით: „ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები”, ამით ჩვენ, ჩვენს აფხაზ და-ძმებს ვუწვდით სიყვარულის, მეგობრობის ხელს და ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ ჩვენი თანაცხოვრება, ერთიანობა გარდაუვალი პროცესია და ჩვენ ერთად გამთლიანებული საქართველოს ნათელ მომავალს შევქმნით“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, მშვიდობიანი პოლიტიკით,  ერთიანობითა და ქვეყნის თანმიმდევრული განვითარებით შესაძლებელია აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად თანაცხოვრება ერთიან საქართველოში.

„უმძიმესი თარიღია, თითოეული ჩვენგანისთვის. თუმცა ეს დღე უნდა გვახსოვდეს დიდს, პატარას, ყველას, მთელს ქვეყანას.  ამავდროულად უნდა ვიცოდეთ, რომ სწორი და გონიერი პოლიტიკით ჩვენ შევძლებთ ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად, ყველა ტკივილის, ყველა წყენის დავიწყებას და მშვიდობიან ურთიერთ თანაცხოვრებას ერთიანი საქართველოს ფარგლებში“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
როუმინგ პასი
ახალი ამბები

სილქნეტის “როუმინგ პასის” ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა!

12:07 06-10-2026
ევაკუატორი ბათუმში
ახალი ამბები

როგორ აარჩიო ევაკუატორი ბათუმში – ავარიული ევაკუაციის საკონტროლო სია

18:43 06-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved