• რეკლამა
  • კონტაქტი
12:53, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უტიფრად ტყუის გახარია, რომ 20 ივნისს ოპოზიციასთან შეხვედრაზე არ შეთანხმებულა – აკაკი ბობოხიძე

ალია ავტორი - ალია
15:04 09-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

“შეთანხმების დადებიდან 10 წუთში, როცა ოპოზიციის ლიდერები მივიდნენ პარლამენტთან შესახვედრად, დაიწყო მოქალაქეების დარბევა”. – ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე გიორგი გახარიას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს, ოპოზიციის წევრებთან შეხვედრაზე არ შეთანხმებულა. 

ბობოხიძე ამბობს, რომ პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე და მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ტყუის. 

“ქოცობა რომ მენტალური პრობლემაა და არა მხოლოდ პარტიული კუთვნილება, კარგად დაადასტურა გიორგი გახარიას გუშინდელმა გამოსვლამ. უტიფრობა, ტყუილი, გუშიდელი ნათქვამის დავიწყება და დღეს საწინააღმდეგოს თქმა – ეს არის ის მახასიათებლები, რომლებიც ქართული ოცნების ყოფილ თუ მოქმედ წევრებს ახასიათებთ და ბატონი გახარია პრაქტიკულად, არსობრივად არაფრით განსხვავდება კობახიძისგან, რომელმაც უტიფრად უარყო, რომ 20 ივნისის არ შედგა შეთანხმება მასსა და ოპოზიციის წევრებს შორს”. – ამბობს ბობოხიძე. 

ბობოხიძის თქმით, 20 ივნისის ღამეს, სანამ აქციის დაშლა დაიწყებოდა, გახარიას ტელეფონით პავლე კუბლაშვილი ესაუბრებოდა და ცდილობდა შს მინისტრსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გამართულიყო. მისივე თქმით, შეხვედრაზე შეთანხმების დადებიდან 10 წუთში, პარლამენტთან მოქალაქეების დარბევა დაიწყო. 

“ეს შეთანხმება შედგა და ბატონმა გახარიამ და სამწუხაროდ, ქვეყნის იმდროინდელმა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ვერ უზრუნველყვეს  შეთანხმების პირობების დაცვა და შეთანხმების დადებიდან 10 წუთში, როცა ოპოზიციის ლიდერები მივიდნენ კარებთან და დაცვის პოლიციას უთხრეს, რომ შეთახნმების შესაბამისად მზად იყვნენ შესულიყვნენ პარლამენტში შესახვედრად, დაიწყო მოქალაქეების დარბევა და მიუხედავად იმისა, გახარია უარყოფს თუ არა ამას, აუცილებლად მოუწევს პასუხის გება იმაზე, თუ ვინ გასცა რეალურად ბრძანება 20 ივნისის დარბაზე. 

შედგა შეთანხმება შეხვედრაზე, პალიკო კუბლაშვილი იყო მასთან ტელეფონით კომუნიკაციაზე, გახარიამ იცოდა, რომ ამ საუბარს ვესწრებოდით მე და გიგი უგულავა”. – ამბობს ბობოხიძე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სილქნეტის “როუმინგ პასის” ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა!
ახალი ამბები

სილქნეტის “როუმინგ პასის” ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა!

12:07 06-10-2026
ევაკუატორი ბათუმში
ახალი ამბები

როგორ აარჩიო ევაკუატორი ბათუმში – ავარიული ევაკუაციის საკონტროლო სია

18:43 06-09-2026
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა

17:57 06-09-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი

15:20 06-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved