“ევროპული საქართველოს” წევრი აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” კრიმინალური ორგანიზაციაა, შესაბამისად, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა კახი კალაძის ქურდებთან კავშირზე შაბათის ეთერში გაუსლი სიუჟეტი.
“ქართული ოცნება” ეს არის კრიმინალური, მოძალადე ხელისუფლება, რომელიც კრიმინალურ სამყაროსთან ერთ სულ და ერთ ხორც არის. ეს არის ერთი კრიმინალური ორგანიზაცია და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოსახლეობა გააცნობიერებს ამ პრობლემას და 2 ოქტომბერს შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და ერთხელ და სამუდამოდ კრიმინალურ რეჟიმს დავამთავრებთ საქართველოში”, – ამბობს ბობოხიძე.
კომენტარები