Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისსა და იმერეთში გამოვლინდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 132 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 419 შემთხვევა, აჭარა – 73, იმერეთი – 172, ქვემო ქართლი – 61, შიდა ქართლი – 47, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 156, კახეთი – 151, მცხეთა-მთიანეთი – 12, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 606 492 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 576 498, გარდაიცვალა 8 817 პაციენტი.
კომენტარები