• რეკლამა
  • კონტაქტი
08:30, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მშენებლობამ გრემის ტაძარი სავარაუდოდ დააზიანა, კომპანიას მხარს ბერა უჭერს – სუს-ის ფაილები

ალია ავტორი - ალია
11:00 09-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
100

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილების ნაწილი გრემის ტაძართან მიმდინარე მშენებლობებს ეხება, რამაც სავარაუდოდ ტაძარი საგრძნობლად დააზიანა.

ფაილებიდან ირკვევა, რომ როდესაც საცურაო აუზისა და სასტუმროს მშენებლობისთვის გრემის მონასტრის გვერდით მიწა გაიყიდა, ამას წლების განმავლობაში აპროტესტებდა ნეკრესის ეპისკოპოსი სერგი ჩეკურიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ კოვიდით გარდაიცვალა და დღეს სწორედ გრემში დაკრძალეს.

სუს-ის ჩანაწერების მიხედვით, მიწის გასხვისებისა და მშენებლობის მომხრე იყო ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი. სუს-ის ფაილების გაცნობისას ირკვევა, რომ ნეკრესელი ეპისკოპოსი ამ გადაწყვეტილების გამო ალავერდელ მღვდელმთავარს დაუპირისპირდა კიდეც. სერგი ჩეკურიშვილი სთხოვდა ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანს, ითხოვდა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასაც, რათა მისთვისაც ეჩვენებინა ფოტო და ვიდეო მასალა – როგორ დააზიანა გრემი მშენებლობამ.

ჩანაწერების მიხედვით, მეუფე სერგი ალავერდელ მიტროპოლიტ დავითზე საუბრობს, რომელიც ამავე დროს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების სამსახურის უფროსი იყო.

მასალების მიხედვით, დაახლოებით ერთ თვეში ნეკრესის მიტროპოლიტი პატრიარქის თანაშემწეს დაუკავშირდა და აუხსნა, რომ “გრემის სამონასტრო კომპლექსის” მიმდებარედ მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ტერიტორიაზე საცურაო აუზების აშენების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს ბურღვითი სამუშოები. მიტროპოლიტის თქმით, ვიბრაციის შედეგად ზიანდება მონასტრის ჭერი და არის ჩამონგრევის საფრთხე. ამავე საბუთებში წერია, რომ ბიზნესმენი, რომელიც ამ ადგილას ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს, აცხადებს, რომ მას წამოწყებულ საქმიანობაში მხარს ბერა ივანიშვილი უჭერს.

ამჟამად გრემის მახლობლად მშენებლობა გაჩერებულია. შეჩერებულია მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოებიც. პროექტის მიხედვით, აქ უნდა აშენდეს მარნები და კვების ობიექტები. პროექტს შპს კორპორაცია გრემი ახორციელებს, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ნიკოლოზ თუშიშვილია.

მასალებში დეტალურად არის აღწერილი ისიც, როგორ ცდილობს ნეკრესელი ეპისკოპოსი გრემის გადასარჩენად მაღალი იერარქიის საერო და სასულიერო პირების ყურადღების მიპყრობას. ყველაზე ხშირად მეუფე თეოდორეს ესაუბრება, არსებული მდგომარეობის შესახებ უყვება საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტს, პატრიარქის თანაშემწე დავით ჭინჭარაულს და მოსაყდრე შიო მუჯირს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რომელიც გრემის ნგრევის შესახებ ატყობინებს თბილისის მერ კახა კალაძეს, პარლამენტის წევრებს და თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, რომელიც თავის მხრივ ინფორმაციას აწვდის მაშინდელ პრემიერ გიორგი გახარიას. ჩანაწერებით ირკვევა, რომ მეუფე სერგი, რომელსაც გრემის გადარჩენის ყველა იმედი ამოეწურა, ეკლესიიდან წასვლას აპირებს და ამის შესახებ უკრაინული ეკლესიის მიტროპოლიტ პავლესაც შესჩივლებს.

დღეს შაბათის ფორმულას დაუკავშირდა შპს კორპორაცია გრემის წარმომადგენელი. ქეთევან თუშიშვილის თქმით, გურჯაანის რაიონული სასამართლოსგან აქვთ სამუშაოების გაგრძელების ნებართვა, მაგრამ ახლა ამის საშუალებას ადგილობრივი ხელისუფლება არ აძლევთ. მან ასევე მოგვაწოდეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც სამუშაოების მიმდინარეობისას ვიბრაცია დასაშვებზე 10-ჯერ ნაკლებია. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ევაკუატორი ბათუმში
ახალი ამბები

როგორ აარჩიო ევაკუატორი ბათუმში – ავარიული ევაკუაციის საკონტროლო სია

18:43 06-09-2026
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა

17:57 06-09-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი

15:20 06-09-2026
მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
ახალი ამბები

მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

14:11 06-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved