ხვდებით რა თამაშშია ჩართული თქვენი ვარლამი და მისი კომპანია? და რას უწყობთ ხელს ვარლამით აღფრთოვანებულები? ხომ ჯდებოდა ნამახვანი 800 მილიონი, ნახეთ თუ არ აგვახიოს ენკამ 1 მილიარდი. – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა. მისი თქმით, რუსეთი სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას დაიწყებს, რაზეც რუსი და სომეხი ანალიტიკოსები საუბრობენ. რუსეთი სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას დაიწყებს. რუსი და სომეხი ანალიტიკოსები საუბრობენ, რომ მთელი რეგიონი, მათ შორის აზერბაიჯანი და თურქეთიც კი, მათგან იყიდიან ელექტროენერგიას. საქართველო – პირველ რიგში.
ხვდებით რა თამაშშია ჩართული თქვენი ვარლამი და მისი კომპანია? და რას უწყობთ ხელს ვარლამით აღფრთოვანებულები? ხომ ჯდებოდა ნამახვანი 800 მილიონი, ნახეთ თუ არ აგვახიოს ენკამ 1 მილიარდი.
ქვეყანაში 84 ჰესის მშენებლობაა გაჩერებული – 4 მილიარდის ინვესტიციაა ეს. ეგრე როგორ ხდება რომ ყველა ჰესი “მავნებელია” ჩვენი სპეკულიანტი გარემოსდამცველებისთვის? იმ კვირას, დოკუმენტებით განახებთ ამათ ნამდვილ სახეს და პირდაპირ კავშირებს რუსეთთან – საბოტაჟს, რომელიც ნამახვანში მოუწყვეს სახელმწიფოს. და მაინც, დაიწყო ხეობის მოსახლეობამ ენკასთვის დასაბრუნებელი 35 მილიონის შეგროვება? -წერს გოჩა მირცხულავა.
ცნობისთვის, კომპანია ENKA, რომელიც რიონის ხეობაში “ნამახვანჰესს” აშენებდა, საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს.
კომენტარები