• რეკლამა
  • კონტაქტი
11:31, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისი-სტამბოლის რეისზე მამაკაცი გარდაიცვალა – “თვითმფრინავი მთლიანად მოტრიალდა და საოცარი სისწრაფით დაეშვა” – რას უყვება “ალიას” ირმა კაპანაძე

ალია ავტორი - ალია
20:31 09-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი, “დიასპორის სახლის” წევრი, ირმა კაპანაძე:

“ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ცოტა ადრე მომიწია წასვლა…

ჩვეულებრივად გამაცილა ჩემმა ხათომ, ჩავჯექი თვითმფრინავში…წავედით….

აფრენიდან 20-25 წუთის მერე ატყდა ჩოჩქოლი, დარბიან სტიურდესები, ვიგრძენი თვიმფრინავი მთლიანად მოტრიალდა და საოცარი სისწრაფით დაშვება დაიწყო… და ცოტა ხანში დაჯდა….

ერთი მამაკაცი გამხდარა ცუდად…. სასწრაფო წესით მოადგეს ტრაპი, სასწრაფო უკვე ელოდებოდა…ამოვიდნენ, ჩაიყვანეს….

მერე გავიგე გარდაცვლილა….სავარაუდოდ გულით…. 2 საათი გაჩერდა თვითმფრინავი და წამოვედით….

დავფრინდით თურქეთში და ვენეციის რეისს ვეღარ მივუსწარით….

მოგვცეს ახალი ბილეთი მეორე დღის რეისზე….

გადმომამბრძანეს სასტუმროში…..

ასე მოვხვდი Istanbul-ში….”

“ალია” დაუკავშირდა ირმას, რომელიც უკვე ჩაფრინდა იტალიაში. მასზე, რასაკვირველია მძიმედ იმოქმედა მომხდარმა. გვიყვება რომ თბილისი-სტამბოლის რეისით 23 სექტემბერს გაფრინდა. აფრენიდან ძალიან მალე, თვითმფრინავი სწრაფად მოტრიალდა, რის გამოც, თავიდან ძალიან შეეშინდა და ინერვიულა. მალევე შეიტყვეს, რომ მამაკაცი გახდა ცუდად.

გვიყვება, რომ ბორტზევე სცადა პერსონალმა მისი დახმარება, ჩაუტარეს ხელოვნური სუნთქვა. ყველაზე ახლოს თბილისთან იყვნენ და ამიტომ მოტრიალდნენ უკან და არ დასვეს თვითმფრინავი, დავუშვათ, ბათუმში. აეროპორტში უკვე ელოდათ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც თვითმფრინავშივე სცადა პირველადი დახმარების გაწევა. მოგვიანებით, მგზავრებს შორის გავრცელდა ხმა, რომ მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც ემიგრანტი “ალიას” უყვება, თვითმფრინავმა აეროპორტში კიდევ 2 საათი დაჰყო, ჯერ სასწრაფო დახმარება ამოვიდა ბორტზე, შემდეგ, მამაკაცის და მისი ცოლის ბარგი მოიძიეს. გვიყვება, რომ ამ ხნის განმავლობაში, არც ერთი მგზავრი არ განძრეულა ადგილიდან და არავის დასცდენია სიტყვა, ყველა შეძრული იყო მომხდარით. თურქეთში ჩაფრენილ მგზავრებს, რომლებსაც რეისებზე დააგვიანდათ, სასტუმროც მზად დაახვერეს, ტრანსპორტიც და ახალი ბილეთებიც.

“ალია” შსს-ს დაუკავშირდა, სადაც ფაქტი დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია.

თეგები: ირმა კაპანაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved