• რეკლამა
  • კონტაქტი
16:48, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“2012 წელს შევხვდით ინკოგნიტოს, რომელიც ღრმად იცნობდა ივანიშვილს, მაშინ შევიტყვეთ, რაში მდგომარეობდა ბიძინას არსებობის არსი” – გივი თარგამაძე

ალია ავტორი - ალია
14:44 09-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
196

“ენმ”-ის წევრი, გივი თარგამაძე, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

ამ ერთხელ არ ვიხმარ სიტყვა “გლუვ”-ს. მინდა, ყველამ ზუსტად გაიგოს, ვისზეა საუბარი.

ნატურალიზმიც მაპატიეთ. ამჯერად სხვანაირად არ გამოვა. მაშ ასე:


ჯერ კიდევ 2012-შივე, ქოცების გამარჯვებისთანავე მე და ლევან თარხნიშვილმა შეხვედრა ვთხოვეთ ინკოგნიტოს, რომელიც ყველაზე ღრმად იცნობდა ბიძინა ივანიშვილს. გვინდოდა, გაგვეგო, რასთან გვაქვს საქმე. მან წარმოგვიდგინა საკუთარი ვარაუდი მოვლენათა შემდგომ, ქრონოლოგიურ განვითარებაზე. ჯერჯერობით, ყველაფერი გამართლდა. როგორი იყო ფინალი, ჯერ არ გეტყვით, მხოლოდ ფინალის შემდგომ გამცნობთ, მანდაც თუ იყო უშეცდომო.
ახლა კი, რაზეც აქ მინდა ხაზგასმა.

მაშინ შევიტყეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მთელი არსებობის არსი, ფულის გარდა, მდგომარეობს სიბინძურის მუდმივ მოგროვებაში. აქ იგულისხმება ყველაზე უცოდველი ჭორიდან ადამიანის ყოფის ყველაზე ინტიმურ დეტალამდე ნებისმიერი ინფორმაცია. ის მთელი ცხოვრების მანძილზე, მუდმივად, ნებისმიერი ხერხით ცდილობს ასეთი ინფორმაციის მოპოვებას. რაც უფრო ნატურალისტურია ინფორმაცია – აუდიო, ვიდეოჩანაწერი – მით მეტ სიამოვნებას განიცდის. ამ ყველაფერს აგროვებს და კვლავდაკვლავ კითხულობს, უსმენს, უყურებს. მისთვის ეს ჰაერივითაა. ამით სუნთქავს, ამით სულდგმულობს. ანუ, ის, ჰაერის ნაცვლად, სიბინძურით სუნთქავს. ეს ხდება ათწლეულების მანძილზე. ეხება მის ყველა გამოვლილ ოფისს, საურთიერთობო წრეს, გარემოცვას და თუ შესაძლებელია მასშტაბის გაზრდა – სადამდეც მიწვდება, ყველაფერს. შესაძლებლობლობა გაჩნდა და მან მოიპოვა წვდომა ასეთ ინფორმაციაზე მთელი საქართველოს მასშტაბით. ცხრა წლის მანძილზე მის მიღმა არ ჩაუვლია ამ ქვეყნის არცერთ ფეკალიას, არცერთ დიარეას, არცერთ ყაბსობას, არცერთ ეავოლიუციას, განსაკუთრებით, ნაადრევს, არცერთ მენსტრუალურ ციკლს, განსაკუთრებით, დარღვეულს, არცერთი ორგაზმის კვნესას, თუ ხმამაღალ კრეშჩენდოს, არცერთ ოჯახურ ღალატს, არცერთ “იმნაირ” სექსუალურ აქტს….. მერწმუნეთ, უტრირებას სულაც არ ვახდენ. რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის ზღვრულად აუტანელია, მისთვის ყველაზე ფასეული და სიხარულის მომტანია. ჩამონათვალი ამოუწირავია – საქმე ხომ, თუნდაც პატარა, მაგრამ, მთელს ქვეყანას ეხება და ამის დასტურს ამ დღეებში საკუთარი თვალით ვუმზერთ.


შესაბამისად, ამჟამად შეიქნა ვითარება, როდესაც ის ამ ფეკალიებით გადაივსო და დაიწყო ჟონვა. ეს ბუნებრივიცაა – დედამიწაზე ჯერ არ შექმნილა იმ მოცულობის “გავნავოზი”, ამდენს რომ დაიტევდეს, დედამიწაზე ჯერ არ დაბადებულა “გავნავოზის” მძღოლი, ბიძინა ივანიშვილს რომ შეკადრებს – ამოგტუმბავო. ისიც ივსება და ჟონავს, სულ მეტად და მეტად. მასთან ახლოს აბა ვინ მიგიშვებს, მაგრამ უკვე ნებისმიერი დისტანციიდანაც იგრძნობა, როგორ ყარს, როგორ ყროლს, როგორ ბუყბუყებს. დღეს უკვე ყველას ტელევიზორიდან, კომპიუტერიდან არა მხოლოდ ეს აუტანელი სუნი ღრჩოლავს, ფეკალიებიც მოწურწურებს.
მგონი, აღქმისთვის საკმარისია.

რეზიუმე – დღეს საქართველოს მართავს არა “ვოთერ კლოზეტი” არა უნიტაზიც კი. არა. დღეს საქართველოს მართავს ჩეჩმა. საბჭოთა დროის სოფლის ათწლეულების მანძილზე გადავსებული, ამოუტუმბავი ჩეჩმა. გადაბერილი. თქვენ რომ ბოტოქსი გგონიად, ეგ ფეკალური მასაა, რომელიც ნაოჭებს შლის, კანს ატკიცინებს, მაგრამ, მერე ხეთქავს, ღრიჭოებს აჩენს, აფართოებს და გარესამყაროსკენ გზას პოულობს.
დასკვნა – ახლა ჟონავს. სანამ გამოხეთქა, სანამ ნიაღვრად წამოვიდა, სანამ ქუჩები, სახლები ბოლომდე ამოგვივსო:
#მოდირეფერენდუმზე“

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგივი თარგამაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved