• რეკლამა
  • კონტაქტი
17:15, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ადრე დავწერე და გავიმეორებ: ნეტა ეგეთი შვილი მყოლოდა… არასოდეს დარჩენილა წაქცეული, ყოველთვის წამოდგა!” – ნინო ახობაძე

ალია ავტორი - ალია
14:17 09-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
138

ვეტერანი, მაიორი ნინო ახობაძე:

“მე:

დავიბადე ქ. თბილისში. სკოლა დავამთავრე ოქროს მედალზე; ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში; ვარ სამედიცინო სამსახურის მაიორი, ამჟამად აგვისტოს ომის ვეტერანი. ოჯახური მდგომარეობა-განქორწინებული. შვილი არ მყავს. ოჯახური პირობების გამო ვარ უმუშევარი. ოდესღაც მიყვარდა წერა, მერე ძალიან დიდხანს არაფერი დამიწერია არსად. აქაურობამ (და თქვენ) მომცა სტიმული და რომ არ გავგიჟდე, რაღაცეებს ვწერ რა

აი ეს არის მთელი ჩემი მწირი ბიოგრაფია;

და რომ გადავხედავ, რაღაცნაირად გული მწყდება;

იყო დრო, ინგლისურად ისევე ვსაუბრობდი, როგორც ქართულად. ეხლა მხოლოდ რუსული ენა მახსოვს.

აშკარად მეტი შემეძლო-ყველანაირად, ყველა სფეროში;

და ვერ, თუ არ გავაკეთე-არ ვიცი დღემდე.

არც ის ვიცი რატომ გავფანტე ჩემი სასარგებლო რესურსი ასე უაზროდ.

ჩემი სიმდიდრე-ჩემი დისშვილები არიან და ჩემი მეგობრები.

——

ის:

დაიბადა სამტრედიაში; დაამთავრა სკოლა იქვე. შეიყვანეს ფეხბურთზე და როცა ყველა ბავშვი ვარჯიშის მერე სახლში მიდიოდა, ის რჩებოდა და ვარჯიშს აგრძელებდა. მაშინ არც კამერა დასდევდა უკან, არც ვინმეს ჰქონდა მისი ინტერესი, ეს ყველაფერი გადასარევად ახსოვთ მეზობლებს და ოჯახის ახლობლებს;

მერე იყო თბილისის “დინამო”, მერე კიევი..

კლუბი “მილანი”

საოცნებო თასი; ბევრი გამარჯვება, მარცხიც…

ისწავლა იტალიური, რუსული, ინგლისური ენები;

მიშასთან კარგად იყო, და მას მერე რაც ერთ-ერთ თოქ-შოუში მსუბუქად გააკრიტიკა გამოუძიებელი საქმეების გამო ბატონი პრეზიდენტი, ის ამოიძულეს.

არაკაცებმა მოუკლეს ძმა; ამ ტრაგედიის მიუხედავად გამოვიდა და ითამაშა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში;

არასოდეს დამავიწყდება მისი ადამიანური განცდა, როდესაც მოედანზე იდგა და ცრემლებს ყლაპავდა;

როგორც ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში, ალბათ მის პირადში და საქმიანობაშიც იყო რთული, მძიმე მომენტები, მაგრამ

არასოდეს დარჩენილა წაქცეული, ყოველთვის წამოდგა!

ჩემთვის ეტალონია მიზანდასახულობის, შრომისმოყვარეობის და თავმდაბლობის.

სანამ სხვა პოლიტიკოსები ერთმანეთს ჩხაპნიდნენ და არწყევდნენ, ის სან-სიროზე ბურთს აგორებდა.

ის არ გამდიდრებულა ბიუჯეტის ხარჯზე!

მერე მოვიდა პოლიტიკაში

თბილისმა ის აირჩია ქალაქის მერად;

ხელფასს ბავშვებს ურიცხავს და რამდენიც არ უნდა იძახოთ-“მერე რაა! მილიონერია”, მაინც შევაქებ ამის გამო.

ყავს მშვენიერი მეუღლე და ოთხი ლამაზი შვილი

აღარ ჩამოვთვლი

მისი მერობის პერიოდში გაკეთდა უამრავი რამ ჩემს ქალაქში;

ბევრი წავიდ-წამოვიდა მისი გუნდიდან, ზოგი ფანჩატურში დაჯდა, ზოგი გვარამიასთან წუწუნებს…

ის თავჩახრილი აკეთებს თავის საქმეს.

ზოგს მოწონს ჭავჭავაძე, ზოგს არა;

არაუშავს-ვერასოდეს გააკეთებ ყველაფერს ისე, ყველას რომ მოეწონოს;

არავინ არ არის ჩემი. არასოდეს შევხვედრივარ. არაფერში მჭირდება და არაფერში ვჭირდები.

ვერაფერს ვიტყვი მის პოლიტიკურ გუნდზე;

თავად მასზე მხოლოდ კარგს.

ეს პატარა სამტრედიელი ბიჭი დღეს ჩემი ქალაქის ღირსეული მერი და კარგი ქართული ოჯახის მამაა.

იმის იქეთ-ჭორები, ბრალდებები, მისი დისკრიმინაციის მცდელობები-მე პირადად მკიდია.

ზუსტად ისე, როგორც მკიდია ბატონ გახარიაზე რეებსაც წერენ და ამბობენ.

ჩასაფრებული ადამიანი არ მიყვარს; რომ ზის და მომენტს ელოდება “აბა რაიმე იქნებ თქვას, ან წამოცდეს და ვეცემი, გავაშავებ”!

პოლიტიკა თავისთავად იმდენად ბინძურია, მთელი შენი ცხოვრება რომ ხალხის სამსახურს მიუძღვნა, ერთ წინადადებას არ გაპატიებენ!

როგორც თავის დროზე არ აპატია მიშამ ერთი წინადადება.

—–

აი ეხლა მითხარით რაა

მე ჩემი ბიოგრაფიით

აქ წამოწოლილი და სრულიად არარეალიზებული

რომ მივდგე და კახი კალაძე ვთათხო, ვლანძღო, დავამცირო

არ ვიქნები ერთი კარგად საცემიი?

ტიპს

ძმაკაცები ყავს: გატუზო, მალდინი, შევჩენკო.. და მე მყავს ფრენდი (ნაფრენდალი) ზურა, რომელიც facebook-ზე ზის კრუხივით 24 საათი და რომელიც წერს რომ: “კალაძე გოიმია”!

ალბათ ვერ პატიობს დედამისმა რომ სამტრედიაში იმშობიარა….

ადრე დავწერე და გავიმეორებ: ნეტა ეგეთი შვილი მყოლოდა.

(თქვენი ჭირიმე, პოლიტიკურად აგზნებულებმა თავი შეიკავეთ, განსაკუთრებით ერთ ქალს ვთხოვ, რომელმაც ვერაფრით მოინელა კალაძემ რომ არმანის ტრუსებში ფოტო გადაიღო და დღემდე გამწარებული მის უკანალს დასცქერის! და მერე ჩხუბობს!

ვერ აპატია! )

—-

და ბოლოს:

როდესაც ვინმეს ტალახს ესვრი და მის კრიტიკაში გძვრება სული, სულ ცოტა მაინც უნდა გქონდეს გაკეთებული შენი ქალაქისა და ქვეყნისათვის.

ეს ეხება აქაურ უსაქმურებსაც და მამა-შვილ მელიებსაც.

ჰოო და კიდევ: კალაძეს და გახარიას შორის ვინ ამღვრევს წყალს, მაგას მეც კი ვხვდები

ის ოქროს მედალი ტყუილად კი არ მომცეს! ოდესღაც.

—–

არ დაიწყოთ ეხლა -ვაიმეე რა სუსტი ანალიზიაა

ანალიზი არა შვანცკი! მომწონს ეს ადამიანი და ვბალელშიკობ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა დიდ ფეხბურთში იყო.

თქვენ ვისაც გინდათ, იმას მიეცით ხმა, მოწოდებებს ორგანულად ვერ ვიტან. დავწერე მხოლოდ ჩემი განწყობა.

—–

P.S. (ყველა პოლიტიკური ლიდერი დაღუპა საკუთარმა გარემოცვამ. ეს ციტატა ჩემია)

თეგები: კახა კალაძენინო ახობაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025

ბიზნესი

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე არქი ჰორაიზონის პრემიუმ კომპლექსის ბინებზე
ახალი ამბები

5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე არქი ჰორაიზონის პრემიუმ კომპლექსის ბინებზე

12:38 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved