ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან”, მიშა ბოლქვაძე სკანდალურ ვიდეომტკიცებულებებს აქვეყნებს.
მასალებით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხვორებ 50-მდე ადამიანს, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა სიაში, ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ, თავისუფლად გადაადგილდებიან და ზოგიერთი მათგანი სახლშიც კი არ იყო.
ადგილობრივები ადასტურებენ, რომ ისინი გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა სიაში “ქართული ოცნების” კოორდინატორებმა დაარეგისტრირეს.
კომენტარები