• რეკლამა
  • კონტაქტი
18:12, სამშაბათი, 15 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მპირდებოდა, რომ მოერეოდა და ჩემთან დაბრუნდებოდა, თუმცა დავმარცხდით…”

ალია ავტორი - ალია
12:32 09-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

“ერთად გავუმკლავდეთ!” – ამ მოწოდების გარშემო გაერთიანდნენ პანდემიასთან ომის წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები, რომელთა ისტორიებსაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“კოვიდთან მებრძოლები” და მათი მონათხრობი – ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს.

ამჯერად საკუთარ ამბავს ექიმი ხატია ხატიაშვილი ყვება.

“პანდემიამ თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება… ჩემს ამჟამინდელ ყოფას რეჟიმსაც ვერ დავარქმევ, ეს უფრო საავადმყოფოს ყოველდღიურობაა, რომლის გრაფიკსაც, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, პაციენტების რაოდენობა და სიმძიმე განსაზღვრავს.

რთულია სპეციალური კოვიდეკიპირებით ცხოვრება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ჟანგბადი არ გყოფნის და ერთი სული გაქვს გარეთ გაიქცე და სუფთა ჰაერი ხარბად ჩაისუნთქო… თუმცა, აცნობიერებ, იცი, რომ ამის მორალური უფლება არ გაქვს… საავადმყოფოში იქამდე უნდა ვიყოთ, სანამ პაციენტს ვჭირდებით… კარგად მაქვს გააზრებული ჩემი პროფესიის სპეციფიკა და ისიც, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე ყოფნა განსხვავებულ მორალურ ვალდებულებებთანაა დაკავშირებული… როგორც წესი, როდესაც ამ პროფესიას ირჩევ, მაშინ ზნეობრივი არჩევანიც უკვე გაკეთებული გაქვს და, შესაბამისად, რამდენადაც შესაძლებელია, მენტალურადაც მზად ხარ…

ყველაზე რთული პერიოდი იყო მაშინ, როდესაც ჩემი კოლეგები დაინფიცირდნენ, ეს სულ ცოტა ხნის წინ მოხდა… ვიცოდით, პაციენტებს ვჭირდებოდით, ვჭირდებოდით ერთმანეთს, მაგრამ პანდემიამ არ იცის ადამიანების განსხვავება, არც – დანდობა. მეც მომიხდა მასთან შეჭიდება, ძალიან მძიმე იყო, რადგან ჩემს საქმეს ვეღარ ვაკეთებდი.

მინდა, ამ პლატფორმის მეშვეობით, ყველას ვუთხრა – ის, რასაც ტელევიზიით უსმენთ, სოციალურ ქსელებში კითხულობთ, ის, რაც საავადმყოფოებში ხდება, არაა უბრალოდ სტატისტიკა. ესაა საყვარელი და ახლობელი ადამიანების რეალური ტრაგედიების ამსახველი ისტორიები, სამწუხარო ფაქტები იმ ადამიანების ცხოვრებიდან, რომლებიც კარგავენ საყრდენს, იმედს… ეს სიტყვებიც, თითქოს, გაცვდა, რასაც ძალიან განვიცდი…

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტიმული და მოტივაცია, ჩემი პაციენტებია – მადლიერი ადამიანები. “მადლობა, გადამარჩინე…”- ეს ორი სიტყვა დიდი ძალაა, ყველაფერია, რაც გზის გაგრძელებაში მეხმარება.

ბევრ პაციენტთან ჩამომიყალიბდა თბილი ურთიერთობა და მათ მდგომარეობას ისე აღვიქვამ, როგორც საკუთარი ოჯახის წევრების ამბავს. არ ვიცი, ალბათ, ასეთი დამოკიდებულება ახალგაზრდობის ბრალია…

განსაკუთრებით, ერთი ბაბუა ჩარჩა ჩემს მეხსიერებაში, თანაც ძალიან მტკივნეულად… როდესაც საავადმყოფოში მოიყვანეს, სტაბილური მდგომარეობა ჰქონდა, თუმცა მეშვიდე დღეს სუნთქვის უკმარისობა დაეწყო, ამიტომ, ჩემი განყოფილებიდან, რეანიმაციაში გადაიყვანეს. ისე დამაკლდა, რომ იქაც ვნახულობდი. ყოველი შეხვედრისას, თავის ხელს რუდუნებით ხელზე მადებდა და მპირდებოდა რომ მოერეოდა, კარგად გახდებოდა და ჩემთან დაბრუნდებოდა, თუმცა დავმარცხდით…

ასეთ ვითარებასთან შეგუება და უდრტვინველად ცხოვრება დანაშაულია, ამიტომ, მინდა, რომ ხალხს ჰქონდეს პროტესტის გრძნობა. პროტესტი ის ძალაა, რომელიც პანდემიასაც მოერევა… ამ პროტესტის გადმოსაცემად არ არის საჭირო განსაკუთრებული გმირობა და ძალისხმევა. უბრალოდ, აიცერით! ერთად გავუმკლავდეთ ამ დაავადებას!”, – ყვება ხატია ხატიაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა

14:01 07-15-2025
გაატარე ზაფხული შენებურად – საზაფხულო შეთავაზებები თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

გაატარე ზაფხული შენებურად – საზაფხულო შეთავაზებები თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის

18:31 07-14-2025
PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
ახალი ამბები

PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა

16:46 07-14-2025
რა სიმპტომები ახასიათებს სწორი ნაწლავის პროლაფსს და რომელია მისი მკურნალობის “ოქროს მეთოდი”?
ახალი ამბები

რა სიმპტომები ახასიათებს სწორი ნაწლავის პროლაფსს და რომელია მისი მკურნალობის “ოქროს მეთოდი”?

16:30 07-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved