პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში “ოცნების თავმჯდომარის” ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“მონა-ლიზას ღიმილი მიმიქარავს, იმდენი რამის ამოკითხვა შეიძლება ამ გამოხედვაში…” – წერს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს ევროკავშირის ოფისთან, ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა კობახიძე ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა. ადგილზე მელიას მისვლის შემდეგ ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი ერთმანეთისკენ ფიზიკურად გაიწიეს.
კობახიძეს რამდენჯერმე მუშტი დაუჭირეს. მოგვიანებით კობახიძე დაცვამ ადგილიდან გაიყვანა.
კომენტარები