• რეკლამა
  • კონტაქტი
22:56, შაბათი, 11 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ ქართველმა ხალხმა არ გაანძრია ხელი, ვერც აშშ შეცვლის რამეს და ვერც მიშა – მიხეილ სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
10:34 09-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

მიხეილ სააკაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესსა და სენატში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ამერიკელი პარტნიორების მთავარი გზავნილი იყო ის, რომ თუ ქართველი ხალხი თავად არ მოინდომებს თავისუფალი, დემოკრატიულ სისტემის შექმნას, ისინი დახმარებას ვერ შეძლებენ.

“ამერიკის კონგრესში ყველა მეუბნება, რომ დაიღალნენ. ისმის ფრაზა ძალიან გვიყვარს საქართველო, მაგრამ თუ ქართველ ხალხს არ უნდა თავისუფლება და ნორმალური დემოკრატიული სისტემა, ჩვენ რა ვუშველოთ. ჩვენ გვაქვს ბევრი სხვა პრობლემა მსოფლიოში. ეს დაახლოებით ისე ჟღერს, ბაიდენმა რომ თქვა ავღანეთზე – თუ არ უნდათ ბრძოლა, ჩვენ რატომ უდნა ვიბრძოლოთ მათ ნაცვლადო. ეს ფრაზა გუშინ და გუშინ წინ დაახლოებით 15-ჯერ მოვისმინე, რომ “თუ თქვენ არ გინდათ თავისუფლება, ჩვენ რა შუაში ვართ, რას დადიხართ და რას გვეწუწუნებით აქ” – დაახლოებით ასე ჟღერს, მათი დიპლომატიური ენიდან რომ გადმოვთარგმნოთ. საუბარი იმაზე, რომ “ამერიკელებმა თუ არ შემოიღეს სანქციები არაფერი გვეშველება” – ამერიკელები არ შემოიღებენ სანქციებს თუ ხელი არ გავანძრიეთ”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით პირობას შეასრულებს, თუმცა არჩევნებზე საზოგადოების მაღალი აქტივობის გარეშე, ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება არც ამით შეიცვლება.

“მიშა თუ არ ჩამოვა, არაფერი გვეშველება” – მე რა თქმა უნდა შევასრულებ იმას რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ… მიშას აქვს ორი ხელი და ორი ფეხი, ერთი პირი და იმ პირსაც დააფარებენ ხელს ორ წუთში, უპრობლემოდ. თუ ქართველმა ხალხმა არ გაანძრია ხელი, ვერც მიშა ვერაფერს ვერ შველის. ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე დღე იმისათვის, რო ვიმოქმედოთ. ჩვენი აქტიური ქმედებების გარეშე არაფერი შეიცვლება, მაგრამ ქმედებებისთვის უნდა ვიყოთ მზად. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ჰგავს კლასში ჩარჩენილს. ჩვენ ვიბრძოლებთ ძალიან აქტიურად. არ ვაპირებ გავითვალისწინო რაიმე, გარდა იმისა, რაც არის საქართველოსთვის სწორი”, – აღნიშნა საქართველოს ექს პრეზიდენტმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved