• რეკლამა
  • კონტაქტი
01:26, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს კანონის გვერდის ავლაა, პარტიის გასვლაა კანონის რეგულირების სფეროდან” – ზურაბ ჯიბღაშვილი “სისხლიან” ბანერებზე

ალია ავტორი - ალია
16:14 09-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ზურაბ ჯიბღაშვილი:

“სამწუხაროდ ძალიან პრიმიტიული რამე უნდა ავხსნა.

საარჩევნო აგიტაცია არის პოზიტიურიც (მხარდასაჭერი) და ნეგატიურიც (საწინააღმდეგო).

ამ ბანერების გამოფენის მიზანი არის ერთის უპირატესობის წარმოჩენა სხვათა ხარჯზე და მათთან შედარებით. მიზნიდან გამომდინარე, ის წმინდა წყლის სააგიტაციო ღონისძიებაა. მიზნიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ეს საარჩევნო აგიტაციაა. ეს კი არ ტოვებს საფუძველს, ეჭვი გვეპარებოდეს იმ გარემოებაში, რომ სისხლიანი ბანერები ხელისუფლების ნებით გაკეთებულია. შესაბამისად, მათი განთავსება პარტიების უფლებამოსილებაა.

საარჩევნო კანონმდებლობით სააგიტაციო მასალის გავრცელებისათვის სათანადო წესების დადგენას კამპანიისა და მისი დაფინანსების გამჭვირვალობის, ასევე პოლიტიკური სახის წარმოჩენის მიზანი აქვს.

ფორმალურად ეს ბანერები გამოფინა არა „ქართულმა ოცნებამ“, არამედ ვიღაც „სხვამ“. თუმცა, ეს მთლიანად შეესაბამება ხელისუფლების ნებას.

საარჩევნო აგიტაციის მიმართ ასეთი მიდგომის ლოგიკა რომ განვავრცოთ, ასე ნებისმიერ პირს შეუძლია ნებისმიერი პარტიის ან კანდიდატის საწინააღმდეგო, ან თუდაც მხარდამჭერი ბანერები გამოფინოს; ამით გვერდი აუაროს იმ პარტიის მიერ ხარჯისა და პოლიტიკური სახის ჩვენებას და ამ ხარჯის გაწევა ნებისმიერმა სხვა პირმა დაიბრალოს. მიზანი ამ შემთხვევაშ იგივეა, რაც აქვს პარტიის მიერ წარმოებულ აგიტაციას. უფრო ზუსტად კი, ამით რომელიღაც პარტიის გასაკეთებელი შეიძლება გააკეთოს ვინმე „სხვამ“ და ამით კანონიდან გაწიოს შესაბამისი პარტია. ეს იმიტომ, რომ ვინც ამას აკეთებს, ის არ არის საარჩევნო სუბიექტი და მასზე არ ვრცელდება კანონით დადგენილი შეზღუდვები. ე.ი. ეს კანონის გვერდის ავლაა, პარტიის გასვლაა კანონის რეგულირების სფეროდან.

ამიტომ, ეს მოქმედება არის ხელისუფლების უარის იმაზე, რომ საარჩევნო აგიტაცია შემოსაზღვრული იყოს სამართლებრივი რეგულაციბით. ასე აფუჭებენ ხოლმე ხელისუფლებები საქმეს და მერე ეს სტანდარტად რჩება. მერე მისი შემცვლელი იყენებს და მერე ვიწყებთ იმაზე ფიქრის, როგორ „ჩავაწიკწიკოთ“ საარჩევნო კოდექსი.

ამ ჯერზე კი ოცნება ისე არ სცემს პატივს თავის ამომრჩეველს, რომ აი ამ აგრესიულ პრიმიტივიზმს ჰკადრებს.”

თეგები: ზურაბ ჯიბღაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved