• რეკლამა
  • კონტაქტი
15:46, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მკვლელია ეს ვირუსი… 3 ჩვენგანი საკუთარი, 2 დედის და 1 მამის სიკვდილის შემსწრე გახდა“

ალია ავტორი - ალია
12:00 09-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

სოციალური ქსელის მომხმარებელი გიგა გელენიძე სოციალურ ქსელში წერს:

კორონავირუსის თვისებაა, ცოტას თუ გაუთამამდები, ისე მოგსვამს ადგილზე, დასაცინ ყოყლოჩინად გაგხდის. უკვე ათასჯერ მოხდა ასე.

ერთ-ერთი პირველი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი იყო – ჩვენო ამ ვირუსს დავაიგნორებთ, ის ჩვენ გადაგვივლის და ჩვენ ჰერდ იმუნითის ხარჯზე მსოფლიოში პირველი რეზისტენტული ერი გავხდებით, მსოფლიო ხმებსაა აყოლილი, ჩემი ექსპერტები მათზე ჭკვიანებია – დავხვდეთ კორონას, ჯასთ ფლატტენ ზი ქურვე-ო(უცებ ყველა არ დაინფიცირდეთ, საავადმყოფოები რომ არ გადაიტვირთოსო).

ზუსტად სამი დღის შემდეგ, იგივ პრემიერმინისტრი ერის წინაშე წარდგა დიდი პირადი მიმართვით, და ბრიტანეთს განუცხადა, რომ (შარშან გაზაფხულზე ხდება ეს, როცა არც წამალია და არც ვაქცინა), განუცხადა რომ “ჩვენი ერი არის ისტორიული გამოწვევის წინაშე და მოგვეთხოვება ყველა სათითაოდ მონაწილე გახდეს მკვლელი ინფექციის თავიდან არიდების საქმეში, რათა ბრიტანეთი მუხლებზე არ დაეცეს”(ფრაზა ჩემი მახსოვრობიდანაა, ანუ ზუსტი არაა, ძირითად სათქმელს გადმოცემს).

სამ დღეში მოუწია სტრატეგიის რადიკალური შეცვლა და ლოკდაუნის გამოცხადება.

მის დარად, ერს მიმართეს მერკელმა, მაკრონიმ, იტალიელმა, ესპანელმა პრემიერებმა სიტყვებით, რომელნიც, დრო რომ გავა წიგნად უნდა გამოიცეს. სიტყვა, რომლის შემდეგ ქვეყნებმა სხვა ცხოვრებით დაიწყეს ცხოვრება.
მე როცა მეუბნებიან, მადლობა ექიმო, შენ გადამირჩინე, ყოველთვის ვბრაზდები, მათზე არა, ვირუსზე და საკუთარ უსუსურობაზე, და ვპასუხობ, მან, პაციენტმა, იყოჩაღა, იღბალი აღმოაჩნდა, თორემ, მცდელობა, წამალ, ჟანგბად, ნერვიულობა არ დაგვიკლია იმათზეც, ვინც ჩვენთან (ჩვენ, ბევრნი ვართ, ექთნები, ექიმები, კლინიკა), ვინც ჩვენთან მოკვდა.

მკვლელია ეს ვირუსი. სამი ჩვენგანი საკუთარი, ორი დედის და ერთი მამის სიკვდილის შემსწრე და პროცესის თანამონაწილე გახდა.

სამივემ ცხოვრების რამდენიმე კვირა და უძილო, დარბაზიდან გამოუსვლელი არანაკლებ ერთი კვირა გაატარა საკუთარ დედასთან და მამასთან. იმედი ჰქონდათ (გვქონდა, ყველას ჩვენ), რომ აი, დღესაა პიკი და ხვალიდან უკეთესობა იქნება. რომ აი ახლა კიდევ ცოტაც, მეტი მოფერება, შეძახილი, ხელით ჭმევა ენერგიისთვის, ბალიშის შესწორება, სუნთქვის პარამეტრის შეცვლა და დაიწყება გაუმჯობესება.

არ ინება. მოუკლა შვილებს, ექიმ შვილებს, დედის იმედ და მამის იმედ შვილებს დედა და მამა.
და როცა ამ პროცესის შუაში მყოფს, იღბლიანი, კამათლის იღბალზე უფრო იღბლიანი პაციენტის პატრონი მეტყვის, გვეტყვის მადლობა, გადაგვირჩინე, იცოდეთ, მაიძულებთ გიპასუხოთ მწარე სიმართლე – მათ შემთხვევაში პითონი, უბრალოდ შეგვეშვა. მისი, პითონის ნება იყო, ასე იზამდა თუ არა, არც ჩვენ დაგვიმსახურებია მათი ოჯახის წევრის გადარჩენა, და არც იმათთვის დაგვიკლია მონდომება და ნერვიულობა, არც შეძახილი და მეგობრობა, ვინც წაგვართვა.

პავლე, თამარ და ნიკა, ვიზიარებ, გაღიარებთ, თქვენ გაქვთ სუპერ ძალა და სუპერ სიყვარული, მტერი ჩვენზე ძლიერია, ადამიანები სუსტები აღმოვჩნდით მის წინაშე. გაკმაროთ ღმერთმა, ჩვენი ერთმანეთის თანამებრძოლობა, როგორც სტატუსი, სამუდამოა, სანამ ვიქნები“, 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved