• რეკლამა
  • კონტაქტი
22:37, პარასკევი, 18 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საქართველოა გადასარჩენი!“ – ბონდო მძინარაშვილი

ალია ავტორი - ალია
10:50 09-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„უშიშროების გენერალ-მაიორ ოთარ ხატიაშვილს (1991 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სუკის უფროსის მოვალეობას ასრულებდა) ერთ-ერთმა ცნობილმა ადამიანმა თავი მოაბეზრა, – გინდა თუ არა, მაჩვენე, ვინ დააბეზღა მამაჩემიო. მოკლედ, საქმე იქამდე მივიდა, რომ უკვე საჯაროდ, წვეულებებზე, სუფრასთანაც კი ამაზე ელაპარაკებოდა. გენერალმა ხატიაშვილმა აბეზარ მთხოვნელს აჩვენა… მამამისის დაწერილი “დანოსები”!დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, როცა უშიშროების არქივების გახსნის და ლუსტრაციის საკითხი პერიოდულად მწვავდებოდა, მაშინდელი სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე არქივის გამოქვეყნების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მიზეზად ასახელებდა იმ გარემოებას, რომ იგი გაეცნო ამ საქმეებს და იმდენად მასშტაბური და შემზარავი იყო მოსახლეობის და, განსაკუთრებით, მისი ინტელექტუალური ნაწილის აგენტურული საქმიანობა, რასაც უამრავი ადამიანის ტრაგედია მოჰყვა, რომ მათი გასაჯაროება ახალ ტრაგედიებს გამოიწვევდა: ხშირ შემთხვევაში აგენტის და მსხვერპლის ოჯახები მჭიდროდ იყვნენ დანათესავებულები და, მაგალითად, იყო ფაქტები, რომ მსხვერპლსა და აგენტს საერთო შვილიშვილები და შვილთაშვილები ჰყავდათ. რასაკვირველია, მათთვის ძალიან მტკივნეული იქნებოდა ამის გაგება. ამასთან, ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ სუკის მეხუთე სამმართველოს კონტინგენტი – სამეცნიერო, ტექნიკური და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები!მეხუთე სამმართველოს იმიტომ ვახსენებ, რომ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში და, შესაბამისად, მის ყველა ფილიალში, მათ შორის, საქართველოს სუკშიც, სწორედ ეს სამმართველო მუშაობდა ინტელიგენციასთან და დისიდენტებთან.ჰოდა, ეს ყველაფერი რატომ მოგიყევით:საბჭოთა ჩეკისტები თავიანთ კონტინგეტს ძალიან უფრთხილდებოდნენ და ფაქტობრივად, არ არსებობს მათ მიერ აგენტების შესახებ დადასტურებული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების პრეცენდენტი, რადგან მაშინ უშიშროების სისტემაში პროფესიონალები მუშაობდნენ, რომლებსაც საგანგებოდ არჩევდნენ და ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ფსიქოლოგიური მდგრადობაც იყო!საბჭოთა კავშირის ნგრევამ უშიშროების სისტემაშიც სერიოზული ძვრები გამოიწვია და ამის დასტურია თუნდაც გრუს პოლკოვნიკ სკრიპალის საქმე. სკრიპალი 2006 წელს რუსეთში დააპატიმრეს შპიონაჟის ბრალდებით და 2010 წელს გადაცვალეს ამერიკაში იმავე წელს დაპატიმრებულ რუს ჯაშუშებზე. მოკლედ, ეს ის რუსი შპიონი სკრიპალია, ბრიტანეთში რომ მოწამლეს და ქართველმა ლიბერალებმა მოთქმით დაიტირეს… ცოცხლად! ასეთი ისტორიები, – აგენტების სიების და სხვა ჯაშუშური მონაცემების მოწინააღმდეგე მხარისთვის გადაცემის ფაქტები არაერთხელ მომხდარა როგორც კაგებეს ოფიცრების, ისე აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თუ გამოძიების ფედერალური ბიუროს იმ თანამშრომლების მიერ, რომლებიც საბჭოთა კავშირის და შემდგომ რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდნენ. აქ მხოლოდ ოლდრიჩ ეიმსს დავასახელებ, რომელიც აშშ-ის აგენტ ფრედ ვუდროფის საქართველოში მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებს. ამ საკითხზე ვრცლად საუბარი ფეისბუქ-სტატუსის თემა არ არის. ინტერნეტი სავსეა კვალიფიციური პუბლიკაციებით და ვისაც აინტერესებს, შეუძლია, გაეცნოს.მე სხვა რამის თქმა მინდა: დაპირისპირებული სპეცსამსახურები მოპოვებულ აგენტურულ ინფორმაციას არ ასაჯაროვებენ, მას ოპერატიული დამუშავებისთვის იყენებენ. ხოლო საკუთარი აგენტ-ინფორმატორების კონფიდენციალურობის დაცვა საკუთარ წმინდათა წმინდა მოვალეობად მიაჩნიათ. არა იმიტომ, რომ ამ აგენტების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა აქვთ, არამედ იმიტომ, რომ სპეცსამსახურები სწორედ ამ კონტინგეტზე დგას!სხვათა შორის, ასეა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაშიც. მე მისაუბრია ამ სისტემის პროფესიონალებთან, მათ შორის, იმათთან, ვინც წლების განმავლობაში მუშაობდნენ სერიოზული კრიმინალური დაჯგუფებების გაუვნებელყოფაზე და მათგანაც მსმენია, რომ ოპერატიული თანამშრომლის კავშირების შესახებ მისმა ხელმძღვანელმაც კი არ იცის. და არც უნდა იცოდეს, რადგან ინფორმატორი ყველას არ ენდობა და საკუთარ უსაფრთხოებაზე განსაკუთრებით ზრუნავს.ისევ გამიგრძელდა.ერთსაც ვიტყვი და მოვრჩები.2011 წელს, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ აბსოლუტურად უდანაშაულო ფოტოგრაფები დააპატიმრა, სატელევიზიო გადაცემაში ვთქვი: დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ფოტოგრაფები და ამ მდგომარეობიდან გონივრული გამოსავალი მოძებნეთ, რადგან ცხადია, რომ ფოტოგრაფებს არაფერი დაუშავებიათ და სპეცსამსახურმა პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, რაც პროფესიულ რეპუტაციაზე მძიმედ აისახება, – პარტნიორ სპეცსამსახურებთან რეპუტაცია შეგელახებათ, ხოლო მტრული სპეცსამსახურები მწარედ დაგცინებენ მეთქი. მგონი, ყველაფერი გასაგებად დავწერე.დასასრულ კი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც აქამდეც არაერთხელ მითქვამს: საქართველოა გადასარჩენი!“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი
ახალი ამბები

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი

18:59 07-18-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

15:54 07-18-2025
თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა
ახალი ამბები

თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა

11:39 07-18-2025
რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?
ახალი ამბები

რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?

15:07 07-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved