• რეკლამა
  • კონტაქტი
16:52, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წინასაარჩევნო მილიონი პლაკატისთვის ფული არსებობს, ხალხს რომ აცნობონ, ვაქცინა ხელმისაწვდომია მათთან ახლოს – არა: ანი ქავთარაძე

ალია ავტორი - ალია
10:41 09-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ფასანაურში, ასევე გარშემო სოფლებში ადამიანებმა არ იციან, რომ ვაქცინაციის სერვისი ხელმისაწვდომია. მისივე თქმით, მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია არც ვაქცინების რაობის და არც მისი სარგებლის ინფორმაციებზე.

ანი ქავთარაძე წერს, რომ დასახმარებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს მიმართა, რომლის დახმარებითაც რეგიონში პირველი ვაქცინაცია 3 სექტემბერს ჩატარდა.

როგორც ექიმი სოციალურ ქსელში წერს, მან NCDC-ს რაიონულ ცენტრს ინტელექტუალური და ფიზიკური რესურსების დასახმარებლად მიმართა, თუმცა მათგან რეაგირება ვერ მიიღო.

ქავთარაძის თქმით, იმის ნაცვლად რომ, ამ რეგიონის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, NCDC და ადმინისტრაციული რესურსის აბსოლუტური უმრავლესობა თავდაყირა იდგნენ, სახეზე გვაქვს მხოლოდ გადალურჯებული ხეობა, რადგან წინასაარჩევნო მილიონი პლაკატისთვის ფული არსებობს, იმისთვის, რომ ხალხს რუპოროთ მაინც აცნობონ, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომია მათთან ახლოს – არა.

ანი ქავთარაძემ ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის ბანერები თავად დაბეჭდა და მიმდებარე ტერიტორიაზე გააკრა.

„ამბავი ასეა, ბევრმა იცის, ჩემი ფასანაურთან კავშირის, ამ მთების სიყვარულის და ჩემი ურთიერთობის ამბავი. ეს დაბა დიდი, რაიონული ცენტრია და შესაბამისად, 2 ხეობის, არაერთი სოფლის წარმომადგენელი ხვდება აქ.

ვაქცინაცია დაიწყო, მაგრამ დუშეთიდან ყაზბეგამდე, არცერთი ვაქცინაციის პუნქტი არ არსებობდა.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე მემოქმედა. 25 აგვისტოს მივწერე ბატონ Amiran Gamkrelidze ს, მყისიერად მივიღე პასუხი(რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას), კომუნიკაცია შედგა და უკვე 3 სექტემებრს ჩატარდა პირველი ვაქცინაცია, სინოვაკით (სხვა ვაქცინები სოფლის ამბულატორიებს არ გადაეცემა, რაც მიმაჩნია, რომ ასევე პრობლემაა). მაგრამ როგორც მეცნიერებმა გვითხრეს: უნდა ავიცრათ იმ ვაქცინებით, რომლებიც ხელმისაწვდომია.

მიუხედავად იმისა, რომ რაიონულ ncdc-ის შევთავაზე ინტელექტუალური და ფიზიკური რესურსის დახმარება, მათ შორის საინფორმაციო შევხედრების, პლაკატების და ბუკლეტების ბეჭდვის, კარდაკარ პრინციპის და ა. შ., რეაგირება ვერ მივიღე.

აღმოვაჩინე, რომ ფასანაურშიც კი, არა თუ გარშემო სოფლებში, ადამიანებმა უბრალოდ არც იციან, რომ მსგავსი სერვისი ხელმისაწვდომია. აღარ მაქვს საუბარი, ვაქცინების რაობის, სარგებელის და ა. შ. ინფორმაციაზე.

იმის ნაცვლად რომ, თავდაყირა იდგნენ ახლა, ამ რეგიონის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ncdc და ადმინისტრაციული რესურსის აბსოლუტური უმრავლესობა, სახეზე გვაქვს მხოლოდ გადალურჯებული ხეობა. წინასაარჩევნო მილიონი პლაკატისთვის ფული არსებობს, იმისთვის, რომ ხალხს რუპოროთ მაინც აცნობინ, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომია, მათთან ახლოს-არა.

დრო რომ არ დამეკარაგა სტამბის ლოდინში, მარტივად, დავბეჭდე თაბახის ფურცლებზე, სად და რომელ საათებში ტარდება ვაქცინაცია და რას ემსახურება ის. (-ამისთვის გამოვიყენე ჩვენი, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები მეცნიერების და ექიმების მიმართვა).

2 დღეა ვაკრავ და ვაკრავ, ასევე ვესტუმრე ზემოაღნიშულ ამბულატორიას, როგორც მითხრეს, 3 სექტემბრის შემდგომ დღეს მე-9 სამუშაო დღეა (კვირაში 3 დღე ეთმობა ვაქცინაციას) და ვაქცინირებულია მხოლოდ 18 ადამიანი, აბსოლუტური უმრავლესობა 60-ს გადაცილებულია, რაც მახარებს. ალბათ მათთვის მაინც ღირდა ამ პუნტის გახსნა, მაგრამ ფაქტია, ინფორმაციულ ვაკუუმშია ხალხი, რომელშიც არაჩვეულებრივად მუშაობენ ანტივაქსერული მედია გამოცემები და მათი მიმდევრები, ეკლესიის ზოგიერთ, „ბრძენ“ წარმომადგენელთან ერთად.

მოკლედ, იმედი მაქვს, გავაორმაგებთ მაინც ციფრებს….

ან მოვა გონს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, ასევე National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) და გააქტიურებენ მობილურ ჯგუფებს, ივლიან კარ და კარ და აცრიან, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს მაინც.

პ. ს. ბოლო ფოტოზე ასაკოვანი ქალბატონია, გუდამაყრის ხეობიდან, საოცრად ინტელიგენტი. დაინახა, რომ რაღაცას ვაკრავდი, უკვე ბნელოდა ,გამომკითხა და იმდენი არგუმენტი მითხრა პროვაქსერული, გამიკვირდა. აი, ახლაც მოვდიოდი, გზაში მეზობელი შემხვდა და ისპანკიდან დაწყებული ყვავილით დასრულებული ყველაფერზე ვესაუბრე, თან დღეს, აქვე კაცი დაკრძალეს კოვიდით გარდაცვლილი, იმედია დავარწმუნებო.

მეც, არ ვკარგავ იმედს, თუ კი ყველა ერთად მოვინდომებთ, შევქმნით პოპულაციურ იმუნიტეტს, ვაქცინაციის და არა ბუნებრივი გადარჩევის ხარჯზე, შესაბამისად, მე-5 ტალღას უფრო მომზადებულები დავხვდებით“, – წერს ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved