80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პავლე ინგოროყვას ედუარდ შევარდნაძე ესტუმრა შინ.
მთელი კვირა უმეორებდნენ: შევარდნაძე რომ მოგილოცავს, მერე გკითხავს – ხომ არაფერი გჭირდებათო? შენ უნდა უთხრა, რომ არ გვყავს მანქანა, სახლშიც ვიწროდ ვართ და თუ შესაძლებელია, დაგვეხმარეო…
როცა შევარდნაძემ მოიკითხა, იუბილეც მიულოცა და ჰკითხა – ბატონო პავლე, ხომ არაფერი გჭირდებათ, რით შემიძლია თქვენი დახმარებაო? საქართველოს მიხედე, საქართველოსო – უპასუხა პავლე ინგოროყვამ.
კომენტარები