• რეკლამა
  • კონტაქტი
06:03, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამერიკის ქუჩებში დამკრძალავი ბიუროს მანქანა გამოჩნდა, წარწერით – არ აიცრათ

ალია ავტორი - ალია
01:04 09-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინის ქუჩებში დამკრძალავი ბიუროს სატვირთო მანქანა გამოჩნდა, რომელსაც რეკლამის სახით აწერია: “არ აიცრათ”.

CNN-ის ინფორმაციით, შავი სატვირთო რეალურად არ ეკუთვნის ვილმორის დამკრძალავ ბიუროს, სინამდვილეში, ის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის ნაწილია. 

რეკლამაზე მითითებულ ვებ-გვერდზე გადასვლისას მომხმარებლებს არა დამკრძალავი ბიუროს ოფიციალური გვერდი, არამედ შემდეგი წარწერა ხვდებათ: “ახლავე აიცერით, თუ არა, მალე შევხვდებით, ვილმორის დამკრძალავი ბიურო”.

ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, სისტემას ვაქცინაციის პლატფორმის სარეგისტრაციო გვერდზე გადაჰყავხართ. 

“ვფიქრობთ, რომ ჩვეულებრივი სარეკლამო კამპანია კარგად ვეღარ მუშაობს. მაგალითად, “მიიღეთ ვაქცინა” ან “წადით, აიცერით” მოსახლეობას თვალში აღარ ხვდება.

ჩვენ გვინდოდა ხალხს ვაქცინაცია განსხვავებული პერსპექტივიდან დაენახათ და ამ გზით მათი ყურადღება მიგვექცია. თუკი ჩვენი სარეკლამო კამპანიის წყალობით ერთი ადამიანი მაინც აიცრება, ჩავთვლით, რომ მიზანი მიღწეულია”. – ამბობს სატვირთოს დამკვეთი სარეკლამო კომპანიის ხელმძღვანელი, დევიდ ოუკლი CNN-თან ინტერვიუში.

თვითმხილველების შეფასებით, ფეხბურთის სტადიონის წინ გაჩერებული სატვირთო მანქანა მოსახლეობის დიდ ყურადღებას იქცევდა. ოუკლის თქმით, სატვირთოს სწორედ ისეთ ადგილებში აჩერებენ, სადაც ხალხმრავლობაა, რათა მეტი ადამიანი აიცრას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. 

წყარო: „ტაბულა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved