საკონსტიტუციო სასამართლოში “მთავრი არხის”, “ფორმულას”, “ტვ პირველისა” და “კავკასიის” სარჩელის განხილვა 23 სექტემბერს ჩაინიშნა.
საუბარია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე, რომელიც მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხისშემცველი შინაარსის მასალების გავრცელებას ზღუდავს.
კანონი ოთხმა ტელევიზიამ საკონსტიტუციოში გაასაჩივრა არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. მედიასაშუალებები მას ცენზურის დაწესების მცდელობად აფასებენ და ამბობენ, რომ არსებობს საფრთხე შეზღუდვები კონკრეტული მაუწყებლების წინააღმდეგ გამოიყენონ.
კანონი 2020 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა და მის აღსრულება/დარღვევას კომუნიკაციების ეროვნული კომისია აკონტროლებს.
კომენტარები