• რეკლამა
  • კონტაქტი
19:49, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დედაქალაქს თბილისის ზღვაზე ახალი თანამედროვე უბანი შეემატება

ალია ავტორი - ალია
14:35 09-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

თბილისის ზღვაზე ახალი უბანი  – თბილისის ზღვის მაღლობები გაშენდება და, ასევე, განახლდება დედაქალაქის  ერთ-ერთი ყველაზე ავარიული უბანი – ვარკეთილის მესამე მასივი.  ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ  მერობის კანდიდატ კახა კალაძის თბილისის მართვისა და ეკონომიკური  პოლიტიკის  პროგრამების პრეზენტაციაზე  განაცხადა.

ირაკლი ხმალაძის  თქმით,  ეს პროექტები წარმოადგენს  თბილისის ურბანული განვითარებისთვის ახალ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ შესაძლებლობებს.    როგორც ვიცე-მერმა განმარტა,  ვარკეთილის მესამე მასივის განახლების პროგრამას მუნიციპალიტეტი სამშენებლო დეველოპერებთან ერთად განახორციელებს და ამისთვის მათთან  გამარტივებულ ბიუროკრატიულ  რეჟიმში ითანამშრომლებს.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ  და აღვნიშნავ, რომ ეს პროგრამა არის საბინაო ფონდის განახლების და ურბანული ქსოვილების გაჯანსაღების პროგრამა.  ასევე, არის სოციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და კეთილდღეობას. ჩვენ ამ პროგრამას ვახორციელებთ სამშენებლო კომპანიებთან ერთად.   ეს არის უსაფრთხო და სტაბილური პარტნიორობის მოდელი. თავად მუნიციპალიტეტი მოამზადებს  სამშენებლოდ თითოეულ პროექტს და ტენდერის საფუძველზე გადასცემს გადასცემს გამარჯვებულ კომპანიას, რომელსაც არ უწევს არანაირი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა. არც პროექტის მომზადება, არც სამშენებლო ნებართვის მიღება. გადაეცემა კონკრეტული პროექტი და უნდა დაიწყოს მისი განხორციელება.

ვარკეთილის მესამე მასივის განახლების პროგრამა – ეს არის 72 ჰა ტერიტორიაზე გაშენებული თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ავარიული უბანი, სადაც 5000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს და სადაც  400 შენობაა სულ. ჩვენ შევიმუშავეთ კონცეფცია, რომელიც შედგება  როგორც ვიზუალური დაგემარების, ასევე ეკონომიკურად გამართული მოდელირებისაგან.   ტერიტორია დაყოფილია 15 სექტორად, სადაც შესაზლებელია 15 გრგ არეალის დამუშავება დეველოპერული კომპანიები მიერ და მათ  ეძლევათ თანაბარი ეკონომიკური პარამეტრები და შესაძლებლობები. მთლიანი სამშენებლო მოცულობა ტერიტორიის შეადგენს 750 000 კვ.მ-ს, ხოლო პროქტის ეკონომიკური ბრუნვა კი არის ნახევარი მილიარდი დოლარი.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით,  თბილისის ზღვაზე ახალი უბნის დაგეგმარება წარმოადგენს, ბოლო პერიოდში, თბილისის შემოგარენში კერძო დასახლებებზე  მოთხოვნის გაზრდაზე პასუხს და  მისი მიზანი ერთბინიანი სახლების მშენებლობის მიზნით 2300-ზე მეტი ინდივიდუალური მიწის ნაკვეთის მოწყობაა.  ვიცე-მერის განმარტებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები გამოყენებული იქნება სხვადასხვა პრობლემური მიწის ნაკვეთების გამოსყიდვისა  და მონაცვლეობის  მიზნით. 

„ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისის შემოგარენში კერძო დასახლებებზე მოთხოვნა, შესაბამისად ჩვენ დავაგეგმარეთ ახალი უბანი. ეს არის 5 მილიონი  კვ.მ. ტერიტორია, რომელიც მდებარეობს თბილისის ზღვის აღმოსავლეთ ფერდობზე და განკუთვნილია ინდივიდუალური განაშენიანებისთვის.   საერთო ფართობი არის 2 500 000 კვ.მ. ხოლო  600 000 კვ. მ.  ფართობზე დაგეგმილია რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. აღნიშნული ტერიტორიების დაყოფა მოხდება რამდენიმე სექტორად და მათი განხორციელება მოხდება მუნიციპალიტეტის და  კერძო სექტორის თანამშრომლობით.  მთავარი კონცეფცია  ამ პროექტის გახლავთ ის, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტი სოლიდური  თანადაფინასებით მოახდენს. ეს არის გზები, ველობილიკები, რეკრეაციული სივრცეები, გზაგამყოფები, მწვანე წონები, გარე განათება და სხვა“, – განაცხადა ვიცე-მერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved