• რეკლამა
  • კონტაქტი
21:51, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვაქცინების გაფუჭებას, ხომ არ აჯობებდა, ბუსტერი დაგვეშვა ყველა მსურველისთვის“ – ნანა გეგეჭკორი

ალია ავტორი - ალია
11:29 09-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„კოვიდ-პრობლემები მარტივ ენაზე ახსნილი…

პოპულაციური იმუნიტეტი=კოვიდ-გადატანილი+ვაქცინირებული

ზედა სურათზე ხედავთ ნიმუშს, როცა უმრავლესობას იმუნიტეტი არ გააჩნია ანუ არც აცრილია და არც გადატანილი აქვს კოვიდი (ნაცრისფერი ბურთები უფრო მეტია ვიდრე ცისფერი). ამ შემთხვევაში ვირუსი დიდი სისწრაფით ვრცელდება და აავადებს დიდი რაოდენობით როგორც აუცრელებს ასევე, ბევრად ნაკლებად, მაგრამ მაინც, აცრილებსაც.

ქვედა სურათზე პოპულაციური იმუნიტეტი გვაქვს, ანუ პირები, ვისაც იმუნიტეტი გამომუშავებული აქვს, ან აცრილია და ან გადატანილი აქვს კოვიდი (ცისფერი ბურთები) ბევრად უფრო მეტია ვიდრე იმუნიტეტის არ მქონე პირები (ნაცრისფერი ბურთები). ამ შემთხვევაში ვირუსი იმდენად სწრაფად ვეღარ ვრცელდება და თვით აუცრელებიც კი ბევრად უფრო იშვიათად ინფიცირდებიან და დაცულები არიან.

SARS-CoV-2-ის შემთხვევაში ვაწყდებით რამდენიმე პრობლემას:

1. კოვიდის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი ხშირ შემთხვევაში სწრაფად ქვეითდება და გადატანიდან 3 თვეში რეინფიცირების რისკი იზრდება
2. ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტი დროთა განმავლობაში იკლებს
3. ვირუსი მუტაციას სწრაფად განიცდის და ახალი შტამები ჩნდება
ისევე როგორც ყველა პრობლემის მოგვარებას სჭირდება სწორი სტრატეგია და არა ღაწვების ხოკვა!
1. კოვიდის გადატანის შემდეგ, ვინაიდან რეინფექციის რისკი 3 თვეში იზრდება და არ არსებობს პარამეტრი, რომელიც ასეთ ადამიანებს წინასწარ გამოავლენს, საჭიროა ამ დროში ვაქცინაციის ჩატარება (ამერიკის და ევროპის რჩევები ამასთან დაკავშირებით განსხვავდება. გადატანიდან 4 კვირაში შესაძლებელია, 3 თვეში კი აუცილებელია ვაქცინაცია).
2. ვინაიდან დგინდება, რომ ვაქცინაციის შემდეგ სამწუხაროდ რამდენიმე თვეში იმუნიტეტი სუსტდება, აუცილებელია ბუსტერი (მესამე დოზა).
3. რაც მალე გატარდება საყოველთაო ვაქცინაცია მით უფრო ნაკლები მუტაცია განვითარდება. ამასთანავე შეიქმნება ახალი თაობის ვაქცინები, რომელთაც ახალ შტამებზე უკეთესი გავლენა ექნებათ.

რაც შეეხება პროგნოზს მომავალი ზამთრისთვის და მოსალოდნელი მე-5 ტალღისთვის, ძალიან სერიოზულია (ეს ნიშნავს ცუდია) ყველა იმ ქვეყნისთვის, ვისაც მოსახლეობის მინიმუმ 60%-ზე ნაკლები ეყოლება აცრილი და საქართველო სამწუხაროდ მათ რიგებშია.

ვაქცინაციის პროცესი ისე მიიზლაზნება, სავარაუდოდ უკვე ოქტომბერში ვადაგასული ვაქცინები გვექნება. რა ღონისძიებები იგეგმება ამის შესაცვლელად, რა გეგმები არსებობს გარდა იმისა, რომ ვაქცინაციის სარეკლამო ბანერებს სისხლიან, ამაზრზენ პლაკატებს ვაკრავთ?

ვაქცინების გაფუჭებას, ხომ არ აჯობებდა, ბუსტერი დაგვეშვა ყველა მსურველისთვის განურჩევლად ასაკისა და რისკჯგუფისა? ბევრია აცრილთა შორის, ვინც მარტ-აპრილში აიცრა.

ანტივაქსერულ ძალებს ცალკეული ინდივიდები ნამდვილად ვერ შეეწინააღმდეგებიან და სტრუქტურირებული ვაქსერული კამპანია ფაქტია დღემდე ვერ განხორციელდა.

ისიც ფაქტია, რომ პოპულაციურ იმუნიტეტს (და ვინც ფიქრობს კოვიდის შემთხვევაში აღარ ამართლებს, საჭირო არ არისო, ცივად გვერდი აუაროს ამ პოსტს) ვეღარ მივაღწევთ წელს, ამიტომ იქნებ მივხედოთ იმ ხალხს, ვისაც ამის სურვილი აქვს. უკვე არსებობს სანდო კვლევები, მესამე დოზა მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე ფორმების კოვიდისა და სიკვდილიანობის რისკს.

ასევე არ იქნებოდა ურიგო, გადატანილებზე ორი დოზის „გახარჯვას“ ეს დოზა ბუსტერად გამოგვეყენებინა, როგორც ეს ევროპაში კეთდება. ამერიკას ევროპაზე მეტი ვაქცინა აქვს და საქართველოშიც ასეა საქმე?
წარმატებები და ჯანმრთელობა!!“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved