• რეკლამა
  • კონტაქტი
06:25, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სიკვდილო, ვინ წაგვართვი?… არ დააცადე ქართულ მიწაზე სიკვდილი, უცხო ქვეყანაში მიადექი…” – ვინ არის ემიგრანტი, რომელიც იტალიაში გარდაიცვალა

ალია ავტორი - ალია
11:08 09-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
83

„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” სოციალურ ქსელში სამწუხარო ამბავზე წერს. როგორც მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებიდან ირკვევა, იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ის დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა მძიმე სენს.

„გარდაიცვალა იტალიაში ახალგაზრდა ემიგრანტი, ლიკა ნოზაძე. სიკვდილო, ვინ წაგვართვი?? ეცხოვრა, ეცოცხლა, ყოფილიყო ჩვენს გვერდით,, ის კი არა და არ დააცადე ქართულ მიწაზე სიკვდილი, უცხო ქვეყანაში მიადექი და სული ამოხადე.

ბოლომდე იბრძოლა მყარად, ბოლომდე ებრძოდა ვერაგ დაავადებას და ამბობდა კიბო განაჩენი არაოო და რატომ იყო ლიკუნა შენ შემთხვევაში განაჩენი? რატომ? რატომ? ბოლოს ამბობდი ვბრძოლობ, მაგრამ ორგანიზმი არ მომყვებაო.

საშინელების უიმედობის ბოლო ერთი თვე გაიარე ლიკო. რუსო დეიდა როგორ ვაიმედოთ, რა ვუთხრათ, რით დავამშვიდო ახლა? ვერაფრით ვერა.

„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.”

ამბობდი მაინც ნუ გეშინიათ არ მოვკვდებიო, არც კიდევ სიკვდილის მეშინიაო.

რამდენი იწვალე და მაინც შემართებით იყავი. როგორ მოგერია ეს ვერაგი დაავადება , შენ ხომ ძლიერი გოგო იყავი. სამუდამოდ გემშვიდობებით 8 წლიანი დაუზოგავი შრომით დაღლილმა იტალიის მიწა დატოვე.

ყველას და ყველაფერს ტოვებ და უსასრულობაში მიდიხარ…საბოლოოდ გემშვიდობებით ჩე საბოლოოდ მოწერილ მესიჯს ვაქვეყნებ , რომ მპირდებოდი თქვენთვის ვილოცებო. ახლა პირიქით ხდება

მშვიდობით პატარავ მხიარულო და ხალისიანო ყველას რომ შეავაყვარე თავი და ყველა გულნატკენი დატოვე სიცოცხლისთვის ბევრი იბრძოლე. მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა…. შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული.

უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა მოგისპო სიცოცხლე. ულმობელმა ცხოვრებამ დაგასნეულა და თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალი გაგიქრო. წახვედი და თან გაიყოლე შენს ოჯახზე ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები.

შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.

‘შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული”, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved