საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი, ფიქრია შიომღვდლიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მისი კოლეგა, სასწრაფოს მძღოლი 50 წლის სოსო კვინიკაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.
„გამორჩეულად პროფესიონალი იყავი და ასეც დაასრულე… მშვიდად, უსაფრთხოდ მიიყვანე ყველა დანიშნულების ადგილას და მერე წახვედი, სულ წახვედი… არსებობს ღირსეული სიცოცხლე და ასე იცოცხლე… იშვიათად, მაგრამ ასევე არსებობს ღირსეული გარდაცვალება და შენ ესეც შეძელი… აზრი არ აქვს აღარაფრის დამატებას, უბრალოდ მშვიდობით სოსო, ჩვენო დიდო ტკივილო და ძვირფასო მეგობარო“, – წერს შიომღვდლიშვილი სოციალურ ქსელში.
გარდაცვლილს მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან:
„ნამდვილად ღირსეული გარდაცვალება, კოლეგები და პაციენტი მშვიდობიანად მოიყვანა სტაციონარამდე, შემდეგ კი თვითონ მარადიულობაში გადასახლდა. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“
„სიტყვებს ვერ ვპოულობ, რა უნდა ვთქვა. საათების წინ ერთად ვიმუშავეთ და ახლა წარსულში ვლაპარაკობთ. მშვიდად მივიყვანეთ პაციენტი კლინიკაში. წუთი არ დაკარგულა მის გადასარჩენად. პროფესიონალების გუნდი ეხვია თავზე, მაგრამ ამაოდ. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის სულს“.
კომენტარები