მთავარ არხთან ვაქცინაციაზე საუბრისას იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა:
„ასეთი დაბალი მაჩვენებლი ბოლო 2 თვის განმავლობაში საქართვლოში არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, როგორი იქნება ციფრები ამ კვირის განმავლობაში და ისევ დავუბრუნდებით თუ არა 20 000-იან ზღურბლს, სერიოზული პრობლემა შეიძლება შეექმნას ქვეყანას. ძალიან საგანგაშო ნიშანია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემცირებას სწარაფად მოჰყვეს ადეკვატური რეაგირება. უფრო მეტი უნდა იყოს რეკლამა, უშუალოდ მოსახლეობასთან პირისპირ საუბარი“.
კომენტარები