საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
ექსპრეზიდენტი აღნიშნული მიმართვით მეუფე სერგის გარდაცვალებას ეხმაურება.
“ვიცნობდი, პირადად და დიდ პატივს ვცემდი. მართლაც დიდი დანაკლისია ეკლესიისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ჩვენ ერთად ვმუშაობდით ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის აღდგენაზე და მაშინ დავრწმუნდი მის განსაკუთრებულ ღვთისმოსაობაში და პატიოსნებაში. ღმერთმა აცხონოს…”, – წერს სააკაშვილი “ფეისბუქის” გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტი სერგი კორონავირუსით გარდაიცვალა.
კომენტარები