• რეკლამა
  • კონტაქტი
03:22, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ვოლვო ელექტრომობილებში ტყავის ნაცვლად ეკოლოგიურად სუფთა მასალას გამოიყენებს

ალია ავტორი - ალია
13:20 09-21-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

ვოლვო ქარსი აცხადებს, რომ ელექტრომობილებში, რომელსაც მომავალში გამოუშვებს, ტყავს არ გამოიყენებს და მას ეკოლოგიურად სუფთა მასალით ჩაანაცვლებს.

ამ მეთოდით მზადდება სალონები ვოლვოს C40 და შემდეგი თაობის XC90 მოდელებისთვის.

სამომავლოდ კი ამ სიას 60-სერიის ავტომობილები და XC40 Recharge დაემატება. კომპანია აცხადებს, რომ ვოლვოს მიერ შექმნილი, ბუნებრივი და გადამუშავებული ნედლეულისგან დამზადებული, ახალი მასალები, მაღალი ხარისხისა და ლამაზი ინტერიერის ახალ სტანდარტს დანერგავს.

ვოლვო ქარსი ტყავის მასალის მაღალხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივების მოძიებაში ლიდერია. კომპანია არ ღალატობს აღებულ ვალდებულებებს და მუშაობს პრინციპით – „ცხოველებისთვის ზიანის მიყენების გარეშე“.

გარემოზე ზრუნვა მსოფლიო ტრენდად იქცა. სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე, იცვლება დამოკიდებულებაც გარესამყაროს მიმართ. ვოლვოსა და მომავლის ლაბორატორიის ერთობლივ ახალ ანგარიშში ვკითხულობთ, –  მოდის  მიმდევრები ეძებენ ეკოლოგიურად სუფთა მასალით დამზადებულ ტანსაცმელს, დიზაინის მოყვარულებს სურთ ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა თავიანთი საცხოვრებელი სახლისათვის, – შედეგად დასკვნა ასეთია: ბუნებრივი მასალები, როგორიცაა ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან მიღებული ბამბა, თეთრეული და აბრეშუმი, ყალიბდება, როგორც მომავლის, პრემიუმ ხარისხის მასალები.

ეს არის ცვლილებების ჯაჭვი, – დიზაინერები ყველა ინდუსტრიაში მოდიდან დაწყებული, ავტომობილის ინტერიერით დამთავრებული, სამუშაო მასალას ცვლიან.  ამ მიმართულებით, საავტომობილო ინდუსტრიაში ვოლვო ქარსი ლიდერია.  კომპანია მუდმივად ეძებს და აუმჯობესებს მასალას ახალი ელექტრო ავტომობილების ასორტიმენტისთვის. კომპანია  მოდისა და დიზაინის სამყაროს აჩვენებს, რომ ბუნებრივი არ ნიშნავს კომპრომისს, ხარისხის ან კომფორტის ხარჯზე. 

ვოლვოს აქვს ამბიცია და მზად არის გაამართლოს ახალი მოლოდინი პრემიუმ სექტორში, – მაღალი ხარისხი ეკომეგობრული მასალის გამოყენებით.  

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved