სარეკლამო კომპანია “ალმა” დაუმორჩლებლობას აცხადებს – დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოთხოვნის მიუხედვად, “ალმა” ვაქცინაციის სარეკლამო ბანერებს ბილბორდებზე მაინც არ აბრუნებს . ქუჩებში ისევ პოლიტიკური ანაგრიშსწორების სისხლიანი პლაკატებია გამოკრული.
ამირან გამყრელიძემ ბიზნესმენ სამსონ ფხაკაძის კომპანიას წერილით ოფიციალურად უკვე მიმართა და ვაქცინაციის ბანერების უკან დაბრუნება მოითხოვა .
დგინდება, რომ “ალმამ” სარეკლამო კამპანია ისე შეწყვიტა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი არც კი გაუფრთხილებია.
“ალმაში” კომენტარს არ აკეთებენ.
კომენტარები