• რეკლამა
  • კონტაქტი
03:23, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დედაქალაქის მგზავრებს დამატებით ახალი მიკროავტობუსები და 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება

ალია ავტორი - ალია
12:07 09-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდული, ISUZU-ს მარკის 180 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსიდან და Ford-ის მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსიდან ნაწილი უკვე თბილისშია. 

ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს  თბილისის მოსახლეობას წარუდგინა.

კახა კალაძის თქმით, 35 ახალი ავტობუსი მოსახლეობას უკვე ზეგიდან მოემსახურება. 

„შეიძლება ითქვას, რომ ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად არის განახლებული, თუმცა, ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით 380 ერთეული ავტობუსი შემოვიყვანოთ. აქედან 180 ერთეული იქნება 8-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. დღეს უკვე 35 ერთეული შემოვიდა და ზეგიდან მოემსახურება თბილისის მოსახლეობას. დანარჩენი თებერვლამდე სრულად იქნება მოწოდებული. მომავალ წელს ვაპირებთ შევიძინოთ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც კონკრეტულ მარშრუტებზე იმოძრავებს. ცხადია, ეს გადაწყვეტილება მიღებულია ქუჩების სივიწროვიდან გამომდინარე. ყველა ქუჩაზე შეუძლებელი იქნება 18-მეტრიანი ავტობუსის გადაადგილება და სპეციალურად გამოყოფილია კონკრეტული ხაზები, სადაც ისინი იმოძრავებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა. 

მისივე თქმით, იმ ქუჩებზე, სადაც მოუხერხებელია ავტობუსების გადაადგილება, ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებენ. 

„პარალელურად დავიწყეთ მიკროავტობუსების განახლება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 8-10-12-მეტრიანი ავტობუსები, გაბარიტებიდან გამომდინარე, ყველა ქუჩაზე ვერ გადაადგილდებიან, ამიტომ, მიკროავტობუსები იმოძრავებენ იმ ქუჩებზე, სადაც დიდ ავტობუსებს გადაადგილება უჭირთ. ასევე შემოვიდა ახალი მიკროავტობუსები და წლის ბოლომდე, ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები იქნება ჩანაცვლებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი გადაადგილება და ხელმისაწვდომობა, მნიშვნელოვანია მგზავრობა კომფორტული იყოს. მისივე თქმით, უკვე მოქმედებს გადახდის ინტეგრირებული პროგრამა, მომავალში კი აბონემენტების სისტემაც ამოქმედდება. 

„ბევრი ადამიანი დღის განმავლობაში გადაადგილდება მეტროთი, ავტობუსით, მიკროავტობუსით, თუმცა, ძალიან დიდი რესურსი გვაქვს იმისი, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, რომ განახლებული, მოწესრიგებული ტრანსპორტით იმგზავრონ. ასევე მნიშვნელოვანია ის ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ. თუ ადამიანი ყიდულობს ბილეთს მაგალითად, მიკროავტობუსში, მას საათნახევრის განმავლობაში გადაჯდომა შეუძლია უფასოდ. ყველანაირი გადასახადის გარეშე, როგორც ავტობუსში, ასევე მეტროში. ეს, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება. ასევე, დაგეგმილი გვაქვს აბონემენტების სისტემის შემოღება, რომელიც ყველა განვითარებულ ქალაქში მოქმედებს, სადაც სატრანსპორტო რეფორმა არის განხორციელებული“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ტრანსპორტის განახლების პარალელურად დედაქალაქში შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. 

„ყველაზე მთავარი – აუცილებელია, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მხარი ავუბათ ამ რეფორმას და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დედაქალაქში იყოს კონკრეტული ადგილები გამოყოფილი გზებზე, სადაც ავტობუსს ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეეძლება გადაადგილება. ეს არის ე.წ. საავტობუსე ზოლები, რაც ყველა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს იქნება გათვალისწინებული. ცხადია, ყველა ქუჩაზე ამის გაკეთება ვერ მოხერხდება, მათი ზომებიდან გამომდინარე, ამას კვლევები და გარკვეული გამოკითხვები ჭირდება, შესაბამისად, გადაწყვეტილებები დაეფუძნება სწორედ ამ კვლევების შედეგებს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

ISUZU-ს მარკის ავტობუსები დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტისაა.  გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია  სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი ავტობუსში ეტლით ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც  wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემები, გააჩნია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის, საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები და  usb-დამტენები. ავტობუსების პროექტის საერთო ღირებულებაა 21 289 768 ევრო.

23 სექტემბრიდან ახალი ავტობუსების პირველი ნაკადით ჩანაცვლდება №67 და №101 ხაზის ავტობუსები, ხოლო №7, №42 და №60 ხაზზე გაიზრდება მათი რაოდენობა და მოლოდინის რეჟიმი 15 წუთამდე შემცირდება. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved