“ჟვანიას დიდი ფული გადაუხადეს” – ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში მთავარი აქცენტები, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში სუსის მოქმედმა თანამშრომელმა ისაუბრა. ამბობს, რომ სუსი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც უსმენს.
ძირითადად მუშაობენ გადმობირებაზე ვინც ამათი არ არის. გადმობირება იგივე მეთოდებითაა, როგორც ხდება ხოლმე, ფული და შანტაჟი. დაახლოებით 40-კაციანი ჯგუფი მუშაობს მაგაზე… საარჩევნო კომისიაში და ოლქებში მაქსიმალურად აგენტები მუშაობენ. თავმჯდომარე თუ არა, მინიმუმ მოადგილე… თამარ ჟვანიას ირგვლივ ძაან დიდი ფული ტრიალებდა… დიდი ფული გადაუხადეს” – ამბობს პირი რომლის ვინაობასაც ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ.
„მთავარი“
კომენტარები