“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაკრული სიძულვილის შემცველი ბანერები საპასუხო რეაქციად შეაფასა და ზიზღის გაღვივებაში დამოუკიდებელი ტელეკომპანიები დაადანაშაულა.
სამწუხაროდ ამ არჩევნებში, ისევე როგორც წინა არჩევნებში, სიძულვილის, ზიზღის ენა არავის უკვირს. თქვენ იცით ვინ არის მთავარი წყარო ეს არის 3 კონკრეტული ტელევიზია, რომელიც მუდმივად აღვივებს სიძულვილის ატმოსფეროს ჩვენს ქვეყანაში, ამას ცდილობენ და ნაწილობრივ წარმატებით გამოსდით. სამწუხაროა, ბუნებრივია, როცა ერთი მხრიდან მოედინება სიძულვილი შეიძლება სხვა მხრიდანაც იყოს პასუხი”, – ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ სიძულვილის შემცველი ბანერები თბილისის ქუჩებში გუშინ გამოჩნდა. ბანერებზე პოლიტიკოსებთან ერთად კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არიან გამოსახული.
კომენტარები