• რეკლამა
  • კონტაქტი
15:47, შაბათი, 15 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გამიგიჟდა ჩემი ცოლი და მისი დაქალები“ – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:26 09-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ჩიკა მოკვდა! გლოვობს მთელი საქართველო. გამიგიჟდა ჩემი ცოლი და მისი დაქალები. მოითხოვს ქეთი დევდარიანისაგან გააცოცხლოს ისევე, როგორც გააცოცხლეს ჯონ სნოუ.

პირველი შემთხვევაა, რომ ღალატი არ აპატიეს. გადადიოდნიდნენ „რუსთავიდან” „იმედში”, ბრუნდებოდნენ „იმედიდან” „რუსთავში” თუ „მთავარში”, კრიტიკულ არხებზე რეიტინგული მუსიკალური შოუების მთელი ჟიური და სარეკლამო სახეები გადაბარგდებოდნენ სახელისუფლებო არხებზე, მერე ზოგიერთი ისევ გადმობარგდებოდა უკან.

როგორ უნდა გესაყვედურა, როცა ეს ქართული ცხოვრების წესი იყო? გუშინდელი „ნაცი” დღეს „ქოცია”, გუშინდელი „ქოცი” დღეს „ნაცია”. ლეიბორისტი რომ იყო, მერე კაპიტალისტების პარტიის სახე გახდა, მღვდელი რომ გეგონა, თურმე რუსეთის აგენტი ყოფილა.

იტყვით ალბათ, ჩიკას ღალატი აქ რა მოსატანიაო? ყოფილა მოსატანი და თანაც როგორ. აიღო და მოკლა, მოკლა და თანაც როგორ, პისტოლეტით კი არა, ბოროტი სენით კი არა, მოკლა სასაცილოდ, დამამცირებლად, მშრალი ყინულით სავსე აბაზანაში ჩააწვინა და გაყინა პაპანაქება სიცხეში.

ჩემი ცოლი და მისი დაქალები იმედს არ კარგავენ, რადგან სანტეს ნაყინივით გაყინა. შეიძლება მერე გაცოცხლებას უპირებსო, ხომ შეიძლება ფილმმა ჟანრი ცოტათი შეიცვალოს, ფანტაზიის ელემენტები გაურიოსო. არა, ვეუბნები მე! არ გააცოცხლებს, მოსაკლავი უნდა მოკვდეს! შენც დევდარიანივით ბოროტი ყოფილხარო. დიახ, კეთილი ბოროტი ვარ”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved